„სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №135 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №70 |
|
2020 წლის 4 თებერვალი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი პროგრამული კოდის ასიგნებებიდან.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“:
ა) პირველი მუხლის:
ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში − პროგრამა) მიზანია მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე (შემდგომში − სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა) (ნებისმიერი ტიპის მოსავლის ამღები ტექნიკა, როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი, გარდა ყურძნის მოსავლის ამღები ტექნიკისა) ხელმისაწვდომობის გაზრდა.“;
ა.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ − სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).“;
ა.გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს 2 (ორი) კალენდარული წლით ადრე;
ბ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით სააგენტოში განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.“;
გ) მე-3 მუხლის:
გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტოს თანადაფინანსების გაცემის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ბენეფიციარის თანამონაწილეობა, რომელიც უნდა შეადგენდეს დასაფინანსებელი პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 50%-ს, ხოლო მარცვლეულის მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (კომბაინის) მოთხოვნის შემთხვევაში − არანაკლებ 70%-ს.“;
გ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსება არ გაიცემა ყურძნის მოსავლის ამღებ ტექნიკაზე.“;
დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ფინანსური დახმარება
1. სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე მარცვლეულის მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (კომბაინის) შემთხვევაში შეადგენს ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარისა, ხოლო სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში − არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარისა.
2. პროგრამის ბიუჯეტიდან არაუმეტეს 1 მილიონი ლარისა მოხმარდება მარცვლეულის მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (კომბაინის) თანადაფინანსებას, ხოლო დარჩენილი თანხა სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას.“;
ე) მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პირების ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა, წარდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის შესახებ;“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №135 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №135 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.02.2020.
- როდის იქნა მიღებული „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №135 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №135 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.02.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №70. სარეგისტრაციო კოდი — 340170000.10.003.021779.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №135 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №135 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №135 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.02.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №135 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №70, 04.02.2020, სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.021779 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4789890/