„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №402 |
|
2023 წლის 16 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის (შემდგომში – ვეტერინარული წესი) მიზანია ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო (შემდგომში – ვეტერინარული კონტროლი) კონტროლის განხორციელების პროცედურების დადგენა, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანის ან/და გადაადგილების პირობებისა და სავალდებულო ქმედებების განსაზღვრა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WOAH) და გაერთიანებული ერების სოფლის მეურნეობისა და სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) პრინციპების გათვალისწინებით.“.
2. მე-2 მუხლის:
ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ვეტერინარული სერტიფიკატი – ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) კოდექსების შესაბამისად, წარმოშობის ქვეყნის ან/და ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ვეტერინარული კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი;“;
ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) საკლავი ცხოველი – ცხოველი, რომელიც სასაზღვრო ინსპექციის პუნქტიდან ტრანსპორტირებულია პირდაპირ სასაკლაოში;“.
3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქონელს თან ახლავს წარმოშობის ქვეყნის ან/და ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ვეტერინარული ან ჯანმრთელობის სერტიფიკატი, რომელიც შინაარსითა და ფორმით შეესაბამება ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ხმელეთისა და წყლის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსით დადგენილ ნიმუშებს.“.
4. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ მსოფლიოში გავრცელებული დაავადებების გამოვლენის შესახებ გამოქვეყნებულ შეტყობინებებს;“;
ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ხმელეთისა და წყლის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსის რეკომენდაციებს;“.
5. დანართ №8-ის:
ა) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოში იმპორტირებული დასაკლავად განკუთვნილი ცხოველის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სასაზღვრო-ინსპექციის პუნქტიდან პირდაპირ სასაკლაოში, დაყოვნების გარეშე და დაიკლას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის გავლიდან მსხვილფეხა საქონელი არაუგვიანეს 30 დღის, ცხვარი და თხა არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში.“;
ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოში იმპორტირებული, დასაკლავად განკუთვნილი ღორის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სასაზღვრო-ინსპექციის პუნქტიდან პირდაპირ სასაკლაოში, დაყოვნების გარეშე და დაიკლას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის გავლიდან არა უგვიანეს 7 დღის განმავლობაში.“.
|