„ტექნიკური რეგლამენტის - „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №756 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №62 |
|
2016 წლის 11 თებერვალი ქ. თბილისი |
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შესაბამის რეაგირებას ჯართში რადიოაქტიურობის აღმოჩენის შემთხვევაში, ამ ტექნიკური რეგლამენტისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იმ შემთხვევაში, თუ ჯართის მიმღებ პუნქტზე ჯართის ჩაბარებისას ჯართის მიმღებ პირს გაუჩნდა ეჭვი რადიოაქტიური ნივთიერების არსებობაზე, ვალდებულია, უზრუნველყოს საეჭვო საგნის (საგნების) იზოლირება, შეზღუდოს პერსონალისა და უცხო პირთა წვდომა და შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – 112-ს ან/და სააგენტოს.“.
3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მეტალის გადამამუშავებელი პირი ვალდებულია, შეამოწმოს ჯართში რადიოაქტიურობის არსებობა ჯართის გადამუშავების პროცედურის დაწყებამდე. მეტალის ჯართის პარტიის ფორმირებისას, ასევე მეტალის გადამამუშავებელი საწარმოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური დაბინძურების ან ჯართში რადიოაქტიური წყაროს აღმოჩენის შემთხვევაში, ექსპორტიორი, ჯართის მიმღები, მეტალის გადამამუშავებელი ან მეტალის ჯართის რადიაციული შემოწმების განმახორციელებელი პირი ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ უსაფრთხო პერიმეტრი გამა გამოსხივების დოზის სიმძლავრის მიხედვით, არაუმეტეს 0.1 მზვ/სთ მნიშვნელობით, ამ პერიმეტრიდან პერსონალის და სხვა პირების მოცილება არანაკლებ 50 მეტრის მანძილით და შეატყობინონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – 112-ს ან/და სააგენტოს.“.
4. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სააგენტო ახორციელებს პირველად რადიოლოგიურ შეფასებას, კოორდინაციას უწევს ადგილზე სახელმწიფო უწყებების, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირების მოქმედებებს, ზედამხედველობას უწევს მეტალის ჯართიდან რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ფრაგმენტების ან/და ჯართში აღმოჩენილი რადიოაქტიური წყაროების გამოცალკევებას და საჭიროების შემთხვევაში, მათ უსაფრთხო განთავსებას შესაბამის კონტეინერში.“.
5. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს ჯართში აღმოჩენილი რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ადამიანების, ტექნიკური მოწყობილობებისა და საგნების დეკონტამინაციას. ასევე, სააგენტოსთან თანამშრომლობით მონაწილეობს დაბინძურებული ჯართის ფრაგმენტების ან/და რადიოაქტიური წყაროების გადაზიდვაში უსაფრთხო განთავსების ადგილამდე, საჭიროების მიხედვით.“.
|