„ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის №496 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№94
სარეგისტრაციო კოდი
390050010.10.003.023927
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/03/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №94

2023 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის №496 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/10/2021, 390050010.10.003.023050) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1.  მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4.  ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმებული შუამდგომლობა  არ უნდა მოიცავდეს სასარგებლო წიაღისეულის სფეროში გაცემული ლიცენზიებისა და შეთანხმების მომენტისთვის ლიცენზიის გაცემისთვის გამოცხადებული აუქციონების ფარგლებში არსებულ ფართობებს, ასევე სასარგებლო წიაღისეულის იმ არსებული საბადოების ფართობებს, რომლებზეც შეთანხმების მომენტისთვის დამტკიცებულია/შესწავლილია მარაგები.“.

2. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში, საკომპენსაციო საფასური ერთ ჰექტარამდე ფართობზე განისაზღვრება 100 000 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს ტყის მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროს. აღნიშნული საკომპენსაციო თანხები გამოიყენება მხოლოდ ტყის აღდგენის ღონისძიებებისთვის.“.

3.  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საკომპენსაციო საფასურის გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ტყის საზღვრის კორექტირების შემთხვევებზე.“.

4. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ტყის სტატუსის შეწყვეტისას დაინტერესებული პირი იხდის მხოლოდ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკომპენსაციო საფასურს.“.

5. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტყის საზღვრის კორექტირების შემთხვევები არ საჭიროებს სამინისტროს დასკვნას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი