„ტექნიკური რეგლამენტის − ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისა და თეთრობის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 ივლისის №378 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№386
სარეგისტრაციო კოდი
360060000.10.003.023597
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/07/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №386

2022 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისა და თეთრობის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 ივლისის №378 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისა და თეთრობის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 ივლისის №378 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/07/2021, 360060000.10.003.022933) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისა და თეთრობის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის“ 41-ე მუხლის:

1. პირველ პუნქტს „გ.უ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.უ1“ ქვეპუნქტი:

„გ.უ1) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა და კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა;“.

2.  მე-2 პუნქტს „ი“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა;“.

3.  მე-3 პუნქტს „თ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა;“.

4.  მე-7 პუნქტს „ი“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა;“.

5.  მე-8 პუნქტს „თ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა;“.

6.  მე-10 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) თეთრობის აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ფუტკრის სკების განთავსება, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულებით ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 7 მ³-მდე საშეშე მერქანი, სოციალური დანიშნულებით ჭრის ფარგლებში გამოიყოფა მხოლოდ მოთხრილ-მოტეხილი, ზეხმელი, მავნებელით დაავადებული, ფაუტი და ნაყარი ხეტყე), ძოვება, თიბვა, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა და საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი