„ტექნიკური რეგლამენტის – კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 აპრილის №197 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №401 |
|
2022 წლის 28 ივლისი ქ. თბილისი |
1. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისათვის (რეაბილიტაციისათვის), არქეოლოგიური სამუშაოების, არქეოლოგიური დაზვერვის, არქეოლოგიური გათხრების წარმოებისათვის საქართველოს ტყის კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა;“.
2. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ და „პ2“ ქვეპუნქტები:
„პ1) ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების მიზნით, საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისათვის განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა;
პ2) საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე უკვე არსებული ობიექტების ფუნქციონირებისათვის/დემონტაჟისათვის, ასევე ამავე კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა;“.
3. მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 10 მ3-მდე საშეშე მერქანი), ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობებზე), საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის – კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 აპრილის №197 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 აპრილის №197 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.07.2022.
- როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის – კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 აპრილის №197 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ტექნიკური რეგლამენტის – კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 აპრილის №197 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 28.07.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №401. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.023612.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტექნიკური რეგლამენტის – კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 აპრილის №197 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტექნიკური რეგლამენტის – კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 აპრილის №197 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ტექნიკური რეგლამენტის – კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 აპრილის №197 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.07.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 აპრილის №197 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №401, 28.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023612 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.07.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5531523/