„ტექნიკური რეგლამენტის − სატრანსპორტო საშუალებისა და ავტონაწილების ტიპის დამტკიცების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№218
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.024612
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/07/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №218

2024 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − სატრანსპორტო საშუალებისა და ავტონაწილების ტიპის დამტკიცების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის  №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2023, 300160070.10.003.023849) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − სატრანსპორტო საშუალებისა და ავტონაწილების ტიპის დამტკიცების წესის“:

1. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 − მე-9 პუნქტები:

„7. შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია განსაზღვროს სხვა ქვეყნის მიერ განსაზღვრული ტექნიკური სერვისი.

8.  თუ მოთხოვნის მომენტისათვის დაინტერესებული პირი ამ რეგლამენტით განსაზღვრული საქმიანობის შესასრულებლად უკვე განსაზღვრულია ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიერ, მის განცხადებას, ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, უნდა ერთოდეს აღნიშნულ ქვეყანაში არსებული აკრედიტაციის განმახორციელებელი ორგანოს მიერ შესაბამის სფეროში გაცემული აკრედიტაციის მოწმობა ან ტიპის დამტკიცების უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი დაინტერესებული პირის ტექნიკურ სერვისად განსაზღვრასთან დაკავშირებით.

9. შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია ტექნიკურ სერვისად განსაზღვროს საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც აკრედიტირებულია სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის (შემდგომში − აკრედიტაციის ცენტრი) მიერ შესაბამის სფეროში. ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირის განცხადებას, ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, უნდა ერთოდეს აკრედიტაციის ცენტრის მიერ შესაბამის სფეროში გაცემული აკრედიტაციის მოწმობა.“.

2. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ვ“ ქვეპუნქტების, მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-18 მუხლისა და მე-20 მუხლის პირველი − მე-4 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები ითვლება შესრულებულად.“.

3. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. იმ შემთხვევაში, თუ ამ რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების საფუძველზე განსაზღვრულ ტექნიკურ სერვისს გაუუქმდება აკრედიტაცია ან/და იგი აღარ იქნება შესაბამისად განსაზღვრული ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიერ, რაც დასტურდება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიიდან უფლებამოსილი ორგანოსთვის გაგზავნილი შეტყობინებით ან/და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ამ ტექნიკური სერვისის განსაზღვრის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე