„აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №232 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№205
სარეგისტრაციო კოდი
400060000.10.003.024599
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/06/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №205

2024 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

 

„აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №232 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №232 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/05/2021, 400060000.10.003.022787) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“:

1. მე-11 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აუქციონის წესით ნებართვა გაიცემა იმ პირზე, რომელიც იკისრებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს ნებართვის გამცემის მიერ ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული მოთხოვნები და წარმოადგენს ყველაზე მაღალ ფასს.“;

 ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ აუქციონის გამოცხადებისას ნებართვის გამცემის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი გადახდილი უნდა იქნეს აუქციონის გამართვიდან არაუგვიანეს 15 დღისა. ნებართვა გაიცემა ნებართვის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) წარდგენიდან 7 სამუშაო დღეში.“.

2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ დადგენილ პირობებს.“.

3. მე-13 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წყლის დაცვისა და გამოყენების, ასევე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დამატებითი სანებართვო პირობებით განსაზღვრული საინვესტიციო ან/და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული ვალდებულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №232 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №232 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.06.2024.
როდის იქნა მიღებული „აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №232 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №232 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.06.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №205. სარეგისტრაციო კოდი — 400060000.10.003.024599.
რამდენი მუხლისგან შედგება „აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №232 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №232 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №232 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.06.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №232 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №205, 24.06.2024, სარეგისტრაციო კოდი 400060000.10.003.024599 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6203737/