„საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 აგვისტოს №292 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №237 |
|
2024 წლის 23 ივლისი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სერტიფიცირების აუცილებელი წინაპირობაა საშუამავლო კომპანიის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში – რეგისტრირებული „დასაქმების სააგენტოების საქმიანობები“, კოდით: 78.10.9.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) არის შექმნილი სათანადო გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის;“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საშუამავლო კომპანიის სერტიფიცირების პროცედურების დაწყებამდე კომპანია ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და მოახდინოს მისი საქმიანობის რეგისტრაცია „დასაქმების სააგენტოს საქმიანობებად“, კოდით: 78.10.9.“.
3. მე-8 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) სერტიფიკატის განაცხადის დახარვეზების საკითხზე.“.
4. მე-10 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) სერტიფიკატის განაცხადის დახარვეზების შესახებ.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიცირების კომისიის მიერ მიღებულ იქნა სერტიფიკატის განაცხადის დახარვეზების შესახებ გადაწყვეტილება, სერტიფიკატის მაძიებელ/მფლობელ საშუამავლო კომპანიას განესაზღვრება არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადა კომისიის მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამ ვადის გასვლის შემდეგ სერტიფიცირების კომისია იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გადაწყვეტილებას.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიცირების კომისიის მიერ მიღებულ იქნა სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ან გაუქმდა გაცემული სერტიფიკატი, სერტიფიკატის მაძიებელ/მფლობელ საშუამავლო კომპანიას მიეცემა შესაძლებლობა, უარის თქმის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, ახალი განაცხადი გააკეთოს უარყოფითი დასკვნის მიღებიდან/ სერტიფიკატის გაუქმებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ.“.
5. მე-14 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საშუამავლო კომპანიის მიერ შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის გაუქმება (კოდი: 78.10.9);“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საშუამავლო კომპანიას, სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში, უფლება აქვს, სერტიფიცირების პროცედურების გასავლელად ხელახლა მიმართოს სამინისტროს სერტიფიკატის გაუქმებიდან არანაკლებ 1 თვის ვადის გასვლის შემდეგ.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 აგვისტოს №292 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 აგვისტოს №292 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.07.2024.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 აგვისტოს №292 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 აგვისტოს №292 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.07.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №237. სარეგისტრაციო კოდი — 270000000.10.003.024631.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 აგვისტოს №292 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 აგვისტოს №292 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 აგვისტოს №292 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.07.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 აგვისტოს №292 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №237, 23.07.2024, სარეგისტრაციო კოდი 270000000.10.003.024631 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.07.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6233093/