„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №178 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №511 |
|
2020 წლის 18 აგვისტო ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილე.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილე.“;
გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.“.
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში:
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები, საკრებულოს ფრაქციათა თავმჯდომარეები.“.
3. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამინისტროს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მასთან გათანაბრებული პირი;“.
4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში:
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები, აგრეთვე მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მასთან გათანაბრებული პირი.“.
5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
საქართველოს პარლამენტში:
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი მოადგილე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მათთან გათანაბრებული პირები.“.
6. მე-11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.“.
7. მე-12 მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მასთან გათანაბრებული პირი;“;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.“.
8. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს სახალხო დამცველი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე.“.
9. მე-17 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილე.“.
10. მე-17 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოს/საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელი.“.
11. მე-17 მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი და მისი მოადგილე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.“.
|