თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №178 |
|
2019 წლის 29 მარტი ქ. თბილისი |
|
საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები
1. საქართველოს პრეზიდენტი.
2. საქართველოს პარლამენტის წევრი.
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.
4. საქართველოს მინისტრის მოადგილე.
5. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.
6. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები.
7. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეები.
8. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები და მათი მოადგილეები.
თავი II
პოლიტიკური თანამდებობის პირები
მუხლი 2
1. სახელმწიფო რწმუნებული და მისი მოადგილე.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში:
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები, საკრებულოს ფრაქციათა თავმჯდომარეები, მისი მოადგილე.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოებში:
ა) მუნიციპალიტეტის მერი, მისი პირველი მოადგილე (ვიცე-მერი), მოადგილე;
ბ) მუნიციპალიტეტის გამგებელი, მისი მოადგილე.
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირები
საქართველოს სამინისტროებში:
ა) სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები;
ბ) სამინისტროს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
გ) საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში:
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები.
საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებში:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების, ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, გარდა ამ დანართის მე-3 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა, აგრეთვე:
ა) დეპარტამენტების, მთავარი სამმართველოების, სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები და მათთან გათანაბრებული პირები;
ბ) თავდაცვის ძალების მეთაური, მეთაურის პირველი მოადგილე, მოადგილე და მოადგილე − გენერალური შტაბის უფროსი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში:
ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები;
ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათში შემავალი მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში:
ა) სხვა სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ბ) საქართველოს საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი;
გ) საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.
საქართველოს სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირები
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი.
2. საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლე.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
საქართველოს სხვა თანამდებობის პირები
საქართველოს პარლამენტში:
ა) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი მოადგილე;
ბ) დეპარტამენტების უფროსები და მათთან გათანაბრებული პირები.
საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოში:
პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში:
ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში:
ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე;
ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი.
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში:
ა) გენერალური აუდიტორი, მისი მოადგილე;
ბ) საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრი, დეპარტამენტების, რეგიონალური და ქალაქის ბიუროების ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
საქართველოს გენერალური პროკურორი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტების უფროსები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები.
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები.
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოებში:
ა) მუნიციპალიტეტის გამგეობაში − პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ბ) მუნიციპალიტეტის მერიაში − პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
გ) ქ. თბილისის რაიონის გამგებელი, მისი მოადგილე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი.
2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი.
3. საქართველოს სახალხო დამცველი.
4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი.
5. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის მდივანი.
6. საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და მისი მოადგილე.
7. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და მისი მოადგილე.
8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის შემადგენლობაში შემავალი საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი.
9. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დირექტორი და უფროსი საინვესტიციო ოფიცერი.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო და რელიგიური საქმიანობისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და პოლიტიკური პარტიებისა) ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.
სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი და სასპორტო საქმიანობისათვის შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა), რომლის წინა წლის დაფინანსება შესაბამისი ბიუჯეტიდან (სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული) აღემატება ასი ათას ლარს, ხელმძღვანელი.
იმ საწარმოს ხელმძღვანელი, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო და რომლის სახელმწიფო დაფინანსება ან/და ერთობლივი შემოსავალი, წინა წლის მოგების ყოველწლიური დეკლარაციის მიხედვით, აღემატება ასი ათას ლარს, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს (რომლის სახელმწიფო დაფინანსება ან/და ერთობლივი შემოსავალი, წინა წლის მოგების ყოველწლიური დეკლარაციის მიხედვით, აღემატება ასი ათას ლარს) ხელმძღვანელი.
საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი მითითების საფუძველზე არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული სხვა პირი.
თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“.
მუხლი 2შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია, სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში − ბიურო) წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია, სადეკლარაციო თანამდებობის შეცვლის ან შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქმების, აგრეთვე საჯარო დაწესებულების სტრუქტურაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა წერილობით აცნობოს ბიუროს.
თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია წარდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით, დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს ბიურო.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილება.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება