„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№538
სარეგისტრაციო კოდი
010110020.10.003.020854
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/11/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №538

2018 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2017, 010110020.10.003.019974) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

„ჟ) პასიური მუნიციპალიტეტი − ის მუნიციპალიტეტი, რომლიდანაც ამ პროგრამის ფარგლებში არ დაკმაყოფილებულა არცერთი განაცხადი.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კოთელიის ადმინისტრაციულ ერთეულში რძის გადამამუშავებელი საწარმოების ასაშენებლად საჭირო საპროექტო მომსახურების, სამშენებლო სამუშაოებისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.“.

3.  მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რძის გადამამუშავებელი საწარმოების აშენება და აღჭურვილობით დაკომპლექტება განხორციელდება 2018-2019 წლებში.“.

4.  მე-9 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. მუნიციპალიტეტ(ებ)ში (გარდა ამ მუხლის 23 პუნქტითა და მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ერთზე მეტი განაცხადის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა მუნიციპალიტეტიდან წარდგენილი განაცხადი დაკმაყოფილდა (ან არ დაკმაყოფილდა ხარვეზის გამო) და პროგრამისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტის ფარგლებში შესაძლებელია დამატებით ახალი განაცხადების დაკმაყოფილება. ამ შემთხვევაში, განაცხადების დაკმაყოფილებისას დაცული იქნება რიგითობა ისე, რომ მუნიციპალიტეტებში განაცხადების დაკმაყოფილებისას პროგრამაში ჩასართავი პრეტენდენტების რაოდენობის ზრდა მოხდება თანაბარი (პროპორციული) პრინციპით.“.

5.  მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი:

„23. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი რეგისტრირებულია პასიურ მუნიციპალიტეტში, პირველ რიგში დაკმაყოფილდება მისი განაცხადი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.11.2018.
როდის იქნა მიღებული „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.11.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №538. სარეგისტრაციო კოდი — 010110020.10.003.020854.
რამდენი მუხლისგან შედგება „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.11.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №538, 13.11.2018, სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.020854 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4365214/