„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო-პროფესიული, კადრის და სამოქალაქო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №75 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№593
სარეგისტრაციო კოდი
140080000.10.003.025487
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №593

2025 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო-პროფესიული, კადრის და სამოქალაქო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №75 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/04/2013, 140080000.10.003.017239) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში შეიძლება, ჩაირიცხოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ჩათვლით, ხოლო კადრის სამსახურში − არაუმეტეს 30 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს, შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში ჩარიცხული პირები სამსახურში მიიღებიან და საკონტრაქტო-პროფესიულ, კადრის ან სამოქალაქო მოსამსახურეთა შემადგენლობაში სამსახურს გადიან საერთო წესით. პირები, რომლებსაც არ გაუვლიათ სავალდებულო სამხედრო სამსახური/ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობენ გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლებით, სპეციალური წოდებით მომსახურე ან/და სამოქალაქო პირთა შემადგენლობაში შეიძლება, მიღებულ იქნენ გაწვევისგან გათავისუფლების ან გადავადების უფლებით სარგებლობის პერიოდში, შესაბამისად განსაზღვრული ვადით.“.

2. მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებული პირი, ქრო­ნიკული დაავადების ან ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი, აგრეთვე ისეთი დასახიჩ­რე­ბის, დაავადების ანდა ფიზიკური ან ინტელექტუალური მონაცემების მქო­ნე პირი, რომელიც/რომლებიც მას სამსახურისთვის შეუფერებელს ხდის;“.

3. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თანამშრომელს ეკრძალება გაფიცვის ან სხვა სახის საპროტესტო აქციის მოწყობა და მასში მონაწილეობა, სამეწარმეო საქმიანობა, სახელ­მწიფო დაწესებულებებში ან სხვა ორგანიზაციებში შეთავსებით მუშაობა, გარდა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული  შემთხვევებისა.“.

4. 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ეცნობება სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შესაბამის რეგიონულ ცენტრს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე