„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №418 |
|
2023 წლის 23 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების განკარგულებაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების და წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა რეზიდენციების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;“.
2. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული, სახელმწიფოს განკარგულებაში არსებული შენობა-ნაგებობების, მათ შორის, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ადმინისტრაციული შენობებისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების და წარმომადგენლობების ხელმძღვანელების რეზიდენციების (გარდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე რეზიდენციებისა) დაცვითი ღონისძიებების განხორციელება;“.
3. მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების, მათი ოჯახის წევრების, სამსახურის სხვა შესაბამისი დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების და წარმომადგენლობების ხელმძღვანელების რეზიდენციების მიმართ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების პროფილაქტიკის, ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და დროული რეაგირების მიზნით;“.
4. მე-16 მუხლის მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე სამსახურის დაცვის ობიექტების, მათ შორის, დიპლომატიური წარმომადგენლობების და წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა რეზიდენციების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.10.2023.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 23.10.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №418. სარეგისტრაციო კოდი — 140080000.10.003.024251.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.10.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №418, 23.10.2023, სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.024251 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5947355/