„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №589 |
|
2025 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (შემდგომში − სამსახური) არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს უმაღლესი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირთა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრულ პირთა და ობიექტთა დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.“.
2. მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, სამთავრობო რეზიდენციების, დასაცავ პირთა საცხოვრებელი სახლებისა და სხვა მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობების დაცვას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია, უზრუნველყოს შესაბამის ობიექტებზე დაცვის შემადგენლობის განთავსებისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელებისათვის თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი პირობების შექმნა, ამ მიზნით შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეუფერხებელი მიწოდება, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;“.
3. მე-8 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) დადგენილი წესით მოსამსახურეებს ანიჭებს სპეციალურ წოდებებს სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკის სპეციალური წოდების ჩათვლით;“.
4. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12
სამსახურის სხვა თანამშრომლები არიან ხელმძღვანელი თანამდებობის პირების დაქვემდებარებაში მყოფი შესაბამისი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები (ჩარიცხვის გარეშე დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით მიღებული თანამშრომლები), რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.“.
5. მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურის გავლის სახეებია:
ა) საკონტრაქტო-პროფესიული;
ბ) კადრის;
გ) სამოქალაქო.
2. საკონტრაქტო-პროფესიული, კადრისა და სამოქალაქო სამსახურის გავლის წესები განისაზღვრება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.“.
6. მე-16 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელებისა და ამ ორგანოების ადმინისტრაციული შენობების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, სხვა დაცვით ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება ან მათი უზრუნველყოფა.“.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|