„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №115 |
|
2013 წლის 17 მაისი ქ. თბილისი |
1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. განაცხადი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის არ მიიღება, თუ მაძიებელი უკანონოდ იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში და ამ ფართის კანონიერი მესაკუთრე არ ეთანხმება ამ ფაქტს, რაც სააგენტოსთვის ცნობილი გახდა კანონიერი მესაკუთრის მომართვის საფუძველზე.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მაძიებლის მიერ შემოტანილ განაცხადზე სააგენტო რეაგირებას არ ახდენს (უარი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე), კანონიერი მესაკუთრის მიერ სააგენტოში მონაცემების წარმოდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. კანონიერი მესაკუთრე პასუხისმგებელია მის მიერ წარდგენილი მონაცემების (სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართების მისამართები) სისწორეზე, რასაც აწვდის სააგენტოს შეთანხმებული ფორმატით.“.
2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განაცხადის შეტანისა და უფლებამოსილი პირის მეშვეობით განაცხადში მითითებული ოჯახის ყოველი წევრის შემოსავლების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციასთან გადამოწმების შემდეგ ხორციელდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად.“.
3. მე-11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ხოლო განაცხადში მითითებული ოჯახის ყოველი წევრის შემოსავლების შესახებ ინფორმაციას ამოწმებს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციასთან;“.
4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უფლებამოსილი პირის მიერ განაცხადში შეტანილი მონაცემების შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციასთან შედარების შემდეგ, ამ წესით დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა.“;
5. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაცია სააგენტოს მიეწოდება შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.05.2013.
- როდის იქნა მიღებული „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.05.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №115. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.10.003.017280.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.05.2013-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.05.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №115, 17.05.2013, სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.017280 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.05.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1924397/