„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№399
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.021408
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/08/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №399

2019 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/09/2017, 300160070.10.003.020127) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის  სპეციალური წესის“:

1. მე-2 მუხლის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) სტიმულირების ხელშეკრულება – შესყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც ხორციელდება საქართველოს აეროპორტებში ავიამიმართულებების, სიხშირეების ან/და მგზავრთნაკადის ზრდის უზრუნველყოფის მარკეტინგული მომსახურების შესყიდვა და რომელიც გაფორმებულია შესაბამისი სტიმულირების პროგრამების მოთხოვნათა გათვალისწინებით; ასეთი ხელშეკრულება შედგენილია ურთიერთთანამშრომლობის საწყისებზე და ითვალისწინებს ანაზღაურების ვალდებულებას მხოლოდ შესრულების პროპორციულად და შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა. სტიმულირების ხელშეკრულებას წარმოადგენს ასევე შესყიდვის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია ამ წესის მე-5 მუხლის მე-15  პუნქტის საფუძველზე;“.

2. მე-5 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სტიმულირების პროგრამები მოქმედებს შემსყიდველის მიერ დამტკიცებული ფასდაკლების კონცეფციის პარალელურად. ასევე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გაფორმებული სტიმულირების ხელშეკრულება შესაძლებელია,  დაიდოს ფასდაკლების კონცეფციის ფარგლებში.“.

3. მე-5 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. სტიმულირების ხელშეკრულების შინაარსისა და მიზნიდან გამომდინარე, ასეთი ხელშეკრულების გაფორმებისას არ არის სავალდებულო გარანტიის ან/და დაზღვევის წარდგენა, ამ წესის მე-15 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნის მიუხედავად.“.

4. მე-5 მუხლის მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

„15. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ცალკეულ შემთხვევებში, სტიმულირების ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს ამ წესისგან განსხვავებული წესითა და პირობებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.08.2019.
როდის იქნა მიღებული „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.08.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №399. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.021408.
რამდენი მუხლისგან შედგება „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.08.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №399, 19.08.2019, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021408 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4638476/