„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№570
სარეგისტრაციო კოდი
010110020.10.003.020280
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №570

2017 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,31/05/2017,   010110020.10.003.019974) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“:  

1.  მე-3 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მონაწილე − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთანაც გაფორმებულია სამმხრივი ხელშეკრულება;

დ) ხელშეკრულება − სააგენტოსა და მონაწილეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს;“.

2. მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებამდე სააგენტო პრეტენდენტის მიერ რეგისტრაციისას წარდგენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას (მიწის საკადასტრო კოდი და აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი) წარუდგენს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ამავე სათიბისა და საძოვრის პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გაცემის საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიციირების შესაძლებლობის დადგენის მიზნით.

 3. მონაწილესა და სააგენტოს შორის ხელშეკრულება ფორმდება სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პრეტენდენტის მიერ მოძიებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გადაცემის საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიციირების შესაძლებლობის საკითხის შეთანხმების შემდგომ.“.

3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. თუ პრეტენდენტის მიერ რეგისტრაციისას სააგენტოსათვის წარდგენილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის იჯარით გადაცემა შეუძლებელია, ქონების ეროვნული სააგენტო მონაწილესთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის ჩანაცვლებას ან/და კორექტირებას ამ პროგრამით დადგენილი ფართობების ფარგლებში.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს პროგრამის ფარგლებში პრეტენდენტების მიერ სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთვის წარდგენილ ყველა განაცხადზე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.12.2017.
როდის იქნა მიღებული „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.12.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №570. სარეგისტრაციო კოდი — 010110020.10.003.020280.
რამდენი მუხლისგან შედგება „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №570, 27.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.020280 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3964400/