„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №269 |
|
2022 წლის 25 მაისი ქ. თბილისი |
1. დადგენილების მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. დაევალოს ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელება, ხოლო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სსიპ – ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
2. დადგენილებას მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„მუხლი 41. ეთხოვოთ ამ დადგენილებით დამტკიცებული „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულს − მთიანი რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭოს წარუდგინონ პროგრამის ბენეფიციარ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან შეჯერებული ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში იჯარით გადაცემული იმ სათიბ-საძოვრების შესახებ, რომელთა გამოყენებაც ვერ ხერხდება ობიექტურ გარემოებათა გამო, არსებული გარემოებების მითითებით.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. პროგრამის განმახორციელებელი
1. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. პროგრამის განხორციელების უწყებათაშორის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეული − მთიანი რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში − საბჭო), ხოლო უშუალო კოორდინაციას − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“;
ბ) მე-7 მუხლის:
ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პოტენციურ ბენეფიციართან ხელშეკრულების გაფორმებამდე სააგენტო პოტენციური ბენეფიციარის მიერ პროგრამაში მონაწილეობის მიზნით წარდგენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბის ან/და საძოვრის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციასა (მიწის საკადასტრო კოდი და აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი) და პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა რაოდენობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას წარუდგენს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ამავე პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გაცემის საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიციირების შესაძლებლობის დადგენის მიზნით.“;
ბ.ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:
„91. თუ ბენეფიციარი ვერ მოახერხებს/ახერხებს იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული სათიბის ან/და საძოვრის გამოყენებას, სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საბჭოსა და სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში, ბენეფიციართან შეთანხმებით უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბის ან/და საძოვრის ჩანაცვლების ან/და კორექტირების საქართველოს მთავრობის წინაშე ინიციირების შესაძლებლობის დადგენას პროგრამით განსაზღვრული ფართობების ფარგლებში. სათიბის ან/და საძოვრის ჩანაცვლების მიზნით ჩასანაცვლებელი ნაკვეთების საბჭოში წარდგენის ვადად ბენეფიციარს განესაზღვროს სათიბ-საძოვრების იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 12 თვე.“;
ბ.გ) მე-10-მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. თუ სათიბი ან/და საძოვარი ეკუთვნის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიას ან/და საქართველოს ტყის კოდექსის მე-5 მუხლით განსაზღვრულ სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ტყეს, მათი ტყითსარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება ამ პროგრამით, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებითა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
11. თუ სათიბი ან/და საძოვარი ეკუთვნის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიას, სააგენტო პოტენციური ბენეფიციარის/ბენეფიციარის მიერ რეგისტრაციისას წარდგენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბის ან/და საძოვრის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას (მიწის საკადასტრო კოდი და აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი) წარუდგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოს, რომელიც საკითხის ინიციირებას ახდენს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს წინაშე. სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარსა/ბენეფიციარსა და სააგენტოს შორის ფორმდება ხელშეკრულება და პოტენციური ბენეფიციარი/ბენეფიციარი მიმართავს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს იჯარის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად.“;
ბ.დ) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-8 მუხლის:
გ.ა) მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზებისას საპრივატიზებო თანხა შეადგენს რძის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობისა და დანართ №2-ით გათვალისწინებული აღჭურვილობის სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულების 25%-ს, რომლის გადახდა ხდება 8 წლის განმავლობაში, შემდეგი გრაფიკით: პირველ წელს – 0,5%, მე-2 წელს – 1.5%, მე-3 წელს – 4%, მე-4 წელს – 7%, მე-5 წელს – 12%, მე-6 წელს – 18%, მე-7 წელს – 25% და მე-8 წელს – 32%.“;
გ.გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ მუხლის პირობების დასადასტურებლად პოტენციური ბენეფიციარის მიერ სააგენტოსათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას, წარდგენის ფორმასა და ვადას განსაზღვრავს სააგენტო. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქონებ(ებ)ის გადაცემისთვის სააგენტოში წარდგენილი იქნება ერთზე მეტი განაცხადი, პოტენციური ბენეფიციარისთვის პრიორიტეტის მინიჭების წესსა და პირობებს განსაზღვრავს და შეიმუშავებს სააგენტო.“;
დ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. ბენეფიციარის მიერ პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულებები
1. ამ პროგრამის მე-8 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ა) ბენეფიციარი ვალდებულია, სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 წლის განმავლობაში:
ა.ა) არ დაუშვას ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული აღჭურვილობის გასხვისება;
ა.ბ) არ დაუშვას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობის შემცირება;
ა.გ) შეინარჩუნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;
ბ) კოოპერატივმა, რომელთანაც 2020 წლის პირველი იანვრის შემდგომ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმდა/გაფორმდება ხელშეკრულება სათიბ-საძოვრების იჯარით გადაცემაზე, უზრუნველყოს ფურების ან/და დეკეულების საწყისი რაოდენობის გაორმაგება ხელშეკრულების გაფორმების მომდევნო წლის პირველი იანვრიდან 7 წლის განმავლობაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები წარმოადგენს როგორც ხელშეკრულების, ისე სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის სარგებლობის პირობებს.
3. რძის გადამამუშავებელი საწარმოს პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო პირობებს წარმოადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები.“.
|