„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 |
|
2022 წლის 2 მარტი ქ. ახმეტა
|
1. მე-5 მუხლის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შ) ლოგინს მიჯაჭვული და სხვადასხვა პათოლოგიების გამო მუდმივად პამპერსით მოსარგებლე პირები;“.
2. მე-5 მუხლს დაემატოს „ძ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ძ) 100 წლის ასაკს გადაცილებული პირები;“.
3. მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარში ჩატარებული მკურნალობის, ოპერაციის (სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი მოქმედი სატარიფო არეალით განსაზღვრული ღირებულების გათვალისწინებით) გამოკვლევების დაფინანსება, ახმეტის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები ბინადრობის ნებართვის მქონე პირების მკურნალობის დაფინანსება მწვავე გადაუდებელ შემთხვევებში, ცერებრალური დამბლით დაავადებული, ფსიქომოტორული და სხვა მოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურების დაფინანსება (გარდა ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის და ლოგოპედის მომსახურებისა) გადასახდელი თანხის 50%-მდე, (300 ლარიდან ზემოთ) წელიწადში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა დაფინანსდებიან ის მოქალაქეები, რომლებიც არ არიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ხოლო ის მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულაა 120 000-მდე, დაფინანსდებიან გადასახდელი თანხის 70%-მდე, არაუმეტს 1000 ლარისა;“.
4. მე-6 მუხლის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შ) ლოგინს მიჯაჭვული და სხვადასხვა პათოლოგიების გამო მუდმივად პამპერსით მოსარგებლე პირების დახმარება ჰიგიენური საშუალებების შესაძენად ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით;“.
5. მე-6 მუხლს დაემატოს „ძ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ძ) 100 წლის ასაკს გადაცილებულ პირთა დახმარება წელიწადში ერთხელ - 500 ლარი.”.
6. მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯის გაცემა ხორციელდება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელზე, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე. დახმარება გაიცემა რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. მერის წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს მერიას უპატრონო მიცვალებულის გარდაცვალებიდან არა უგვიანეს 1 თვისა.“.
7. მე-7 მუხლს დაემატოს 81 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„81. ომის ვეტერანის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების ანაზღაურებისათვის განმცხადებელმა მერიას უნდა მიმართოს ომის ვეტერანის გარდაცვალებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.“.
8. მე-8 მუხლის მე-16 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ვეტერანის მოწმობის ასლი;“.
9. მე-8 მუხლის მე-16 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშის ნომერი;“.
10. მე-8 მუხლის 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ლოგინს მიჯაჭვული და სხვადასხვა პათოლოგიების გამო მუდმივად პამპერსით მოსარგებლე პირების დასახმარებლად:
ა) განცხადება
ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ფორმა N IV/100-ა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;
ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.”.
11. მე-8 მუხლს დაემატოს 24-ე პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„24. 100 წლის ასაკს გადაცილებულ პირთა დასახმარებლად:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლები;
გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;
დ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.“.
|