„სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№44
სარეგისტრაციო კოდი
130000000.10.003.019754
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №44

2017 წლის 27 იანვარი

   ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/10/2015, 130000000.10.003.018894) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის“:

1. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის პირველ სვეტში ფუნქცია 3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფუნქცია 3 – მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა, იმ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მასობრივად შემოსული ნაკადების მართვა, რომლებიც საჭიროებენ საერთაშორისო დაცვას.“.

2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 სვეტში ფუნქცია 3-ის საგანგებო დახმარების ფუნქციის ამოცანების მე-2  წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იმ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მასობრივად შემოსული ნაკადების მართვა, რომლებიც საჭიროებენ საერთაშორისო დაცვას, საჭიროების შემთხვევაში, მათი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;“.

3. მე-9 მუხლის მე-12 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – ახორციელებს მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებების მხარდაჭერას საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა დროებითი განსახლების ადგილებში;“.

4. მე-11 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა, იმ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მასობრივად შემოსული ნაკადების მართვა, რომლებიც საჭიროებენ საერთაშორისო დაცვას“.

5. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა, იმ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მასობრივად შემოსული ნაკადების მართვა, რომლებიც საჭიროებენ საერთაშორისო დაცვას (ფუნქცია №3):“.

6. მე-11 მუხლის პირველ პუნქტში მიზნის მე-2 წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იმ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მასობრივად შემოსული ნაკადების მართვა, რომლებიც საჭიროებენ საერთაშორისო დაცვას;“.

7. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – კოორდინირებას უწევს იმ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მასობრივად შემოსული ნაკადების მართვას, რომლებიც საჭიროებენ საერთაშორისო დაცვას. უზრუნველყოფს მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებების მხარდაჭერას საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა დროებითი განსახლების ადგილებში.“.

8. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) იმ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მასობრივად შემოსული ნაკადების მართვა, რომლებიც საჭიროებენ საერთაშორისო დაცვას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.01.2017.
როდის იქნა მიღებული „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.01.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №44. სარეგისტრაციო კოდი — 130000000.10.003.019754.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.01.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №44, 27.01.2017, სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.019754 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.01.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3561116/