„სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №37 |
|
2026 წლის 30 იანვარი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სახელმწიფო ხაზინა აუქციონის ჩატარების თარიღამდე არაუგვიანეს წინა დღისა კომერციულ ბანკებს უგზავნის ელექტრონულ შეტყობინებას აუქციონის გამოცხადების შესახებ, ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სახელმწიფო ხაზინას უფლება აქვს, მიზეზის მითითების გარეშე გააუქმოს გამოცხადებული აუქციონი ან ცვლილება შეიტანოს მის პირობებში, რის შესახებაც აუქციონის დაწყებამდე არანაკლებ 1 საათით ადრე სახელმწიფო ხაზინა აცნობებს კომერციულ ბანკებს იმავე საშუალებით, რითაც მოხდა აუქციონის გამოცხადების შესახებ შეტყობინების გაგზავნა.“;
გ) მე-8 პუნქტის „ბ“ – „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) აუქციონზე გამოტანილი უზრუნველყოფილი დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობას;
გ) უზრუნველყოფილი დეპოზიტის მინიმალურ წლიურ საპროცენტო განაკვეთს;
დ) უზრუნველყოფილი დეპოზიტის განთავსებისა და დაფარვის თარიღებს;
ე) უზრუნველყოფილ დეპოზიტზე პროცენტის გადახდის პერიოდულობას;“.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თითოეულ კომერციულ ბანკში განსათავსებელი დეპოზიტის თანხის დასაშვები მაქსიმალური ჯამური მოცულობა განისაზღვრება აუქციონის ჩატარების დღისათვის კომერციული ბანკის საკუთარი კაპიტალის 7%-ის ოდენობით, „კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანების შესაბამისად გამოქვეყნებული უახლესი კვარტალური ფინანსური ანგარიშგების მიხედვით.“.
3. მე-6 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. უზრუნველყოფილი დეპოზიტისთვის ფასიანი ქაღალდების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება ხდება საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში (GSSS), ანგარიშსწორების დღეს, ხოლო უზრუნველყოფის საშუალებად მისი მოქმედების ვადა არანაკლებ 2 საბანკო დღით უნდა აღემატებოდეს უზრუნველყოფილი დეპოზიტის ვადას.“;
ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. უზრუნველყოფილი დეპოზიტის ვადის გასვლის დღეს კომერციული ბანკი ვალდებულია, ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხოს უზრუნველყოფილი დეპოზიტის ძირითადი თანხა და დარიცხული პროცენტი, ხოლო სახელმწიფო ხაზინა გამოათავისუფლებს უზრუნველყოფის სახით მიღებულ ფასიან ქაღალდებს.“;
დ) მე-9 და მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
4. მე-8 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. უზრუნველყოფილი ვადიანი დეპოზიტის ვადაზე ადრე გამოთხოვის შემთხვევაში, უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებულ ფასიან ქაღალდებს სახელმწიფო ხაზინა გამოათავისუფლებს კომერციული ბანკის მიერ ხაზინის ერთიან ანგარიშზე სრული თანხის ჩარიცხვის დღეს.“;
ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.01.2026.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.01.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №37. სარეგისტრაციო კოდი — 190020110.10.003.025586.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.01.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №37, 30.01.2026, სარეგისტრაციო კოდი 190020110.10.003.025586 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6773010/