„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №39-34 |
|
2024 წლის 26 აპრილი ქ. თბილისი |
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) სამსახურში სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.
2. მე-6 მუხლში:
ა) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:
„7. სამსახურს ჰყავს არქივზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც ექვემდებარება სამსახურის უფროსის ერთ-ერთ მოადგილეს. მის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) სამსახურის თანამშრომლებისთვის საარქივო მასალების დროული და შეუფერხებელი მიწოდება;
ბ) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივისათვის გადაცემა (არქივირება);
გ) არქივში დაცული დოკუმენტაციის პერიოდულად დაჯგუფება თემატური კუთვნილების მიხედვით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შემოსული კორესპონდენციის განხილვა;
ე) სამსახურის უფროსის დავალებების შესრულება;
ვ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება.
8. სამსახურს ჰყავს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც ექვემდებარება სამსახურის უფროსს. მის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) სამსახურის მასალების ტექნიკური დამუშავება;
ბ) მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებისთვის გაგზავნილი/შემოსული წერილების აღრიცხვა;
გ) სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან გადმოგზავნილი მასალების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ატვირთვა;
დ) ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შედგენილი ოქმების აღრიცხვა/მოწესრიგება და არქივირება;
ე) თბილისის მთავრობის ოქმების და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად გადაგზავნა;
ვ) შეხვედრების ორგანიზება და კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) სამსახურის უფროსის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია, თათბირების, ოფიციალური შეხვედრებისა და მიღებების ორგანიზება, დღის წესრიგის დაგეგმვა და განხორციელება;
თ) სამსახურის უფროსის სახელზე შემოსული კორესპონდენციისა და დოკუმენტაციის ორგანიზება, შესაბამისი დავალების მიღების შემთხვევაში, მათზე რეაგირება;
ი) სამსახურის უფროსის დავალებების შესრულება;
კ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება.“.
3. მე-7 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტს, „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:
„მ1) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;“;
ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|