„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №473 |
|
2017 წლის 27 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხე-ტყის კანონიერ წარმოშობას, დადგენილი წესით ივსება ხე-ტყის დამზადების ადგილზე, ხე-ტყის მორთრევის შემთხვევაში – ხე-ტყის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვის ადგილზე, სააგენტოს მიერ ხე-ტყის დახარისხების შემთხვევაში − დახარისხების ადგილზე, ხე-ტყის ტრანსპორტირების დაწყებამდე.“.
2. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. სააგენტოს მიერ ხე-ტყის/ხე-მცენარის გაცემამდე მისი დახარისხების შედეგად, საჭიროების შემთხვევაში, ახალი წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშით მარკირება ხორციელდება მერქნული რესურსის დახარისხების აქტის საფუძველზე, რომელიც უნდა აიტვირთოს მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში დახარისხების დღიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღისა. ასეთ შემთხვევაში, ახალი წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშით მარკირება ხორციელდება ზოგადი წესების დაცვით.“.
3. მე-10 მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) სააგენტოს მიერ მერქნული რესურსის დახარისხების შედეგად მრგვალი ხე-ტყის/ხე-მცენარის საშეშე მერქნად გადახარისხების შემთხვევაში, რომლისთვისაც სპეციალური ფირნიშით მარკირება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ არის გათვალისწინებული, ან/და მრგვალი ხე-ტყისაგან/ხე-მცენარისაგან სხვადასხვა ხარისხის მრგვალი ხე-ტყის/ხე-მცენარის მიღების გამო ახალი ფირნიშებით მარკირების საჭიროების შემთხვევაში.“.
5. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მერქნული რესურსის დახარისხების შედეგად ახალი წარმოშობის დოკუმენტის გაცემის ან/და სპეციალური ფირნიშით მარკირების შემთხვევაში, წარმოშობის დოკუმენტის მე-2 რეკვიზიტში უნდა მიეთითოს დახარისხების აქტის რეკვიზიტები (თარიღი, ნომერი), ასევე იმ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომერი, რომელშიც ასახული იყო აღნიშნული ხე-ტყე/ხე-მცენარე, ასევე გაუქმებული ფირნიშის ნომერი. გაუქმებული ფირნიშის ნომრების მითითება შესაძლებელია დიაპაზონების მითითებითაც.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.10.2017.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 27.10.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №473. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.020182.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.10.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №473, 27.10.2017, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020182 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.10.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3836724/