საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესები და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების სფერო
საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტით (შემდგომში - რეგლამენტი) რეგულირდება ხე-ტყის/ხე-მცენარის მოძრაობის, მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირებისა და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის (დანართი 1) შევსების, გაცემისა და გამოყენების წესები, მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დადგენისა და პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) მფლობელი მეწარმე სუბიექტის მიერ მრგვალი ხე-ტყის (მორის) მოძრაობის აღრიცხვა-სისტემატიზაციისა და ანგარიშგების წესები.
მუხლი 2. გამოყენებულ ტერმინებს ამ რეგლამენტის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა
1. მრგვალი ხე-ტყე (მორი)- ხე-ტყის ან ხე/მცენარის დამზადების შედეგად (მათ შორის, მოთხრილ-მოტეხილისგან) მიღებული, 12 სმ-ზე მეტი (წვრილი ბოლოდან) დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი.
2. ხე-ტყით მოსარგებლე – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ხე-ტყის მოპოვების უფლება ან ხე-ტყის მესაკუთრე, ასევე სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში მყოფ ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეების მესაკუთრე.
3. დამზადების ადგილი – შესაბამისი მუნიციპალიტეტი, სოფელი, დასახლება და სხვა ტერიტორია, სადაც მოხდა ხე-მცენარის ჭრა ან საქართველოს ტყის ფონდის შესაბამის ტერიტორიაზე გამოყოფილი ტყეკაფი, სადაც მოხდა ხე-ტყის დამზადება.
4. ხე-ტყის დატვირთვის ადგილი – ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, ტყითსარგებლობის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების მფლობელისათვის ტყითმოსარგებლისათვის საქართველოს ტყის ფონდში საქმიანობის განსახორციელებლად გადაცემული სამოქმედო ტერიტორიის კონკრეტული ადგილმდებარეობა, სადაც უნდა განხორციელდეს ხე-ტყის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა.
5. ლიცენზიანტი – პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ფლობს ტყით სარგებლობის გენერალურ ან ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიას.
6. გადამზიდავი პირი – პირი, რომელიც ახორციელებს ხე-ტყის ან ხე-მცენარისგან მიღებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირებას.
7. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი – მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ხე-ტყის ან ხე-მცენარის ტრანსპორტირება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
8. სპეციალური ფირნიში – დანართი 13-ით დადგენილი ფორმის შესაბამისად დამზადებული ფირნიში, რომელიც ადასტურებს მრგვალი ხე-ტყის (მორის) კანონიერ წარმოშობას და დადგენილი წესით აღირიცხება ელექტრონულ სისტემაში.
9. პირველადი გადამუშავების პროდუქტი – მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის გადამუშავების შედეგად მიღებული ფიცარი (ჩამოგანული ან ჩამოუგანავი), ძელი, ძელაკი, შპალი, საპარკეტე ფრიზა, შავად ნამზადი დეტალი, დაპობილ-დაჩეხილი სათბობი შეშა, ფანერა (შპონი).
10. ფიცარი – სიგრძეზე დახერხილი მორის ნაწილი, რომლის სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს. ფიცარს აქვს ორი განიერი და ორი ვიწრო გვერდი.
11. ძელი – სიგრძეზე დახერხილი ან გათლილი ხე (მორის ნაწილი), რომლის სისქე და სიგანე განივ ჭრილში 10 სანტიმეტრს აღემატება. ძელი შეიძლება იყოს სხვადასხვა მხრიდან ჩამოხერხილი.
12. ძელაკი – მცირე ზომის ძელი, სიგრძეზე გახერხილი მორის ნაწილი. მისი სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ნაკლებია ორმაგ სისქეზე.
13. შპალი – დახერხილი ხის მასალა, რომელიც გამოიყენება რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგებისათვის ვაკისზე რელსების საყრდენად. შპალები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: ძელისებური, ორმხრივ ჩამოხერხილი (ჩამოგანული) და სწორკუთხოვანი. შპალი შეიძლება იყოს გაჟღენთილი ან გაუჟღენთავი.
14. შავად ნამზადი დეტალი – გარკვეული პროდუქტის მისაღებად საჭირო ზომისა და ფორმის ნამზადი, რომლის მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება სასურველი სახის დეტალი.
15.ფანერა (შპონი) – სპეციალურ დაზგა-დანადგარზე მერქნის დაშლით მიღებული და გარკვეული ზომის ფორმატებად დაჭრილი ან მერქნის მცირე სისქის ანათლებად აჭრილი პროდუქტი.
16. საპარკეტე ფრიზა – მცირე ზომის ნამზადი, რომლის შეშრობისა და მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება პარკეტი.
17. ნაგვერდული – სახერხი საამქროს მიერ მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის გადამუშავების (დახერხვის) დროს ნაპირზე ჩამოთლილი მორის ნაწილი, რომელსაც გააჩნია მხოლოდ ორი გვერდი: ერთი სწორი (ჩანახერხი მხარე) და მეორე დაუმუშავებელი (ამობურცული მხარე).
18. სახერხი დანადგარი – მრგვალი ხე-ტყის (მორის), ასევე ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების სახერხი ტექნოლოგიური საშუალებები (დაზგა-დანადგარები და მოწყობილობები, მათ შორის, მათი სამაგრი მოწყობილობები).
19. მოქმედი სახერხი დანადგარი – სახერხი დანადგარი, რომლის უძრავი ან/და მოძრავი ნაწილები დამონტაჟებულია და დანადგარს მიეწოდება ელექტროენერგია.
20. უმოქმედო სახერხი დანადგარი – სახერხი დანადგარი, რომლის უძრავი ნაწილი ადგილზეა, ხოლო მოძრავი ნაწილები დაშლილია ან გატანილია ადგილიდან და დანადგარს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
21. სახერხი საამქროს სრული დემონტაჟი – სახერხი დანადგარი, ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის, რომლის უძრავი და მოძრავი ნაწილები(მათ შორის, სამაგრი მოწყობილობა) არ არის დამაგრებული საქმიანობის განხორციელების ადგილზე.
22. გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები – სახერხი საამქროს მიერ მრგვალი ხე-ტყის (მორის), ასევე ხე-მცენარის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ხის ნაფოტი, ბურბუშელა, ნახერხი. ასევე ხის სხვა ისეთი ნარჩენები, რომელთა განთავსების ადგილიდან გადაადგილება/გაფანტვა შესაძლებელია ქარის მეშვეობით.
23.ბუნკერი – სახერხი საამქროს ტერიტორიაზე სხვადასხვა მოყვანილობისა და ფორმის რკინაბეტონის, ხის ან სხვა მყარი ნაკეთობის სათავსი (საცავი) ან ნაგებობა, რომელიც გამოიყენება გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების განსათავსებლად.
24. მდინარის ან ხევის კალაპოტი – მდინარის ან ხევის ის ნაწილი, სადაც გაედინება მდინარის ან ხევის წყალი მაქსიმალური დონის (წყალუხვობის) პერიოდში.
25. ტბებისა და წყალსაცავების წყალდაცვითი ზოლი – წყლის მაქსიმალური ზვირთცემისას წყლით დაფარული (მაქსიმალური დონის) შესაბამისი სანაპირო ხაზის კიდიდან 300 მეტრის ფარგლებში არსებული ტერიტორია.
26. შავი ზღვის სანაპირო ზოლი – ზღვის ნაპირიდან 300 მეტრის ფარგლებში არსებული ტერიტორია.
27. მაღალმთიანი რეგიონი – ,,მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოფლების, თემების და დაბების ჩამონათვალში არსებული დასახლება.
28. საანგარიშო პერიოდი - ყოველი თვის პირველი რიცხვიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე პერიოდი.
29. სამინისტრო – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
30. მინისტრი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.
31. სააგენტო – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სატყეო სააგენტო.
32. დეპარტამენტი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
33. ელექტრონული სისტემა - საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყით სარგებლობასთან, ხე-ტყის მოძრაობასთან და პირველად გადამუშავებასთან დაკავშირებული ღონისძიებების აღრიცხვის მიზნით შექმნილი მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა.
თავი II
ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა, დოკუმენტის გაცემა, მათ გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები
მუხლი 3. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის, მისი ფორმისა და სპეციალური ფირნიშის გამოყენების (მარკირების), ასევე მათი აღრიცხვისა და ანგარიშგების ზოგადი წესები
1. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხე-ტყის კანონიერ წარმოშობას, დადგენილი წესით ივსება ხე-ტყის დამზადების ან ხე-ტყის დატვირთვის ადგილზე ხე-ტყის ტრანსპორტირებამდე.
2. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის (შეუვსებელი ფორმა) დამზადებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონი.
3. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე გარკვევით ლურჯი ან შავი ფერის ბურთულიანი კალმით, დოკუმენტში ღიად დარჩენილი რეკვიზიტები აღინიშნება ,,Z”-ით. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა ეგზემპლიარზე გარკვევით იკითხებოდეს შესაბამისი ინფორმაცია.
4. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დადგენილი წესით ივსება აგრეთვე აფხაზურ ენაზე. (ამოქმედდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ)
5. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის მიღებისა და გაცემის რეგისტრაცია, ასევე დაზიანებული ან/და უკან დაბრუნებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის აღრიცხვა წარმოებს ზონარგაყრილ, დანომრილ, დამოწმებულ და ამ რეგლამენტის №2 და №3 დანართებით დადგენილი ფორმების შესაბამის ჟურნალებში დოკუმენტის ფორმის გამცემი ორგანოს მიერ.
6. სპეციალური ფირნიშის მიღებისა და გაცემის რეგისტრაცია, ასევე დაზიანებული ან/და უკან დაბრუნებული სპეციალური ფირნიშის აღრიცხვა წარმოებს ზონარგაყრილ, დანომრილ, დამოწმებულ და ამ რეგლამენტის №4 და №5 დანართებით დადგენილი ფორმების შესაბამის ჟურნალებში მისი გამცემი ორგანოს მიერ.
7. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა იბეჭდება სამ ეგზემპლიარად (პირველი ეგზემპლიარი არის თეთრი ფერის, მე-2 ეგზემპლიარი - ღია ყვითელი ფერის, მე-3 ეგზემპლიარი - ღია სალათისფერის).
8. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შესაბამისი ფორმის სტამბური წესით დაბეჭდვას უზრუნველყოფს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანო. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის დაბეჭდვისას ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნუმერაციის განსაზღვრა ხორციელდება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს მიერ სააგენტოსთან შეთანხმებით.
9. ლიცენზიანტი ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელი ვალდებულია:
ა) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მონაცემები, დოკუმენტის გაცემიდან (შევსებიდან) არა უგვიანეს 48 საათისა სრულყოფილად და სწორად ასახოს შესაბამის ელექტრონულ სისტემაში და ატვირთოს მატერიალური სახის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის პირველი ეგზემპლიარი. იმ შემთხვევაში, თუ ხე-ტყით მოსარგებლის მიერ დოკუმენტის გაცემიდან (შევსებიდან) არა უგვიანეს 48 საათისა ხორციელდება ხე-ტყის ნებისმიერი ფორმით გასხვისება (მიწოდება), ხე-ტყით მოსარგებლე ვალდებულია ხე-ტყის გასხვისებამდე განახორციელოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ბ) ყოველი თვის განმავლობაში შევსებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის პირველი ეგზემპლიარი – მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით პერიოდში წარადგინოს დეპარტამენტში ან მის ტერიტორიულ ორგანოში, ხოლო ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-2 და მე-3 ეგზემპლარი რჩება ხე-ტყით მოსარგებლეს.
გ) არამარკირებული ხე-ტყის ნებისმიერი ფორმით გასხვისებისას (მიწოდებისას), გასხვისებული ხე-ტყის ტრანსპორტირების დაწყებამდე ელექტრონულ სისტემაში ასახოს შემდეგი მონაცემები: ხე-ტყის ჯიშის (სახეობის); მოცულობის (მ3); გასხისების თარიღისა და მყიდველის მონაცემების (შესაბამისი დასახელება ან გვარი და სახელი, შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი ან პირადი ნომერი) შესახებ.
10. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებისას, მისი პირველი ეგზემპლარი გაცემიდან (შევსებიდან) არა უმეტეს 72 საათისა უნდა ჩაბარდეს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამის ორგანოს, რომელიც დოკუმენტში არსებულ მონაცემებს ჩაბარებიდან 72 საათში დადგენილი წესით ასახავს მონაცემთა ელექტრონულ სისტემაში და მატერიალური სახით ატვირთავს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის პირველ ეგზემპლარს.
11. მრგვალი ხე-ტყის (მორის) სიგრძის გაზომვის დროს დასაშვებია ცდომილება არა უმეტეს - 5 სმ-ით, ხოლო დიამეტრის (უქერქოდ) გაზომვის დროს არა უმეტეს - 2 სმ-ით.
12. მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება ხორციელდება მორის ერთ-ერთ გადანაჭრელზე. მარკირების პროცესში სპეციალური ფირნიშის დაზიანების შემთხვევაში იგი ბარდება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს, მისი დაზიანებიდან არა უგვიანეს 72 საათისა, ხოლო ლიცენზიატის ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელის შემთხვევაში - დეპარტამენტის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, ამ მუხლის მე-9 პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში.
13. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშის ჩამოწერა შესაძლებელია შევსების დროს დაშვებული შეცდომის ან დაზიანების გამო ჩამოწერის აქტის (დანართი №6) მიხედვით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშის ნომრისა და ჩამოწერის მიზეზების მითითებით. გამოსაყენებლად უვარგისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
14. ყველა ჩანაწერი ამ მუხლით გათვალისწინებულ ჟურნალში უნდა გაკეთდეს გარკვევით ლურჯი ან შავი ფერის ბურთულიანი კალმით. დაუშვებელია ჟურნალში ჩანაწერების ამოშლა, გადაშლა. აუცილებლობიდან გამომდინარე, შეცდომით გაკეთებული ჩანაწერი მკრთალად გადაიხაზება ისე, რომ ნათლად შეიძლებოდეს შეცდომით გაკეთებული ჩანაწერის წაკითხვა. ახალი ჩანაწერი კეთდება იმავე სვეტში შემდეგ სტრიქონზე გარკვევით, ხოლო სვეტში ,,შენიშვნა” პირი, რომელიც პასუხისმგებელია ჟურნალების წარმოებაზე, აკეთებს ჩანაწერს, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს შესწორებული რეკვიზიტის ნომერი, თარიღი, ხელმოწერა, (გვარი, სახელი).
15. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში რაიმე შესწორების შეტანა დაუშვებელია.
16. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებისას დაშვებული შეცდომის დროს ან იმ შემთხვევაში, თუ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა შევსებულია (ხელმოწერილია) და შეცდომა აღმოჩენილ იქნა ხე-ტყის შესაბამისი დამზადების ან ხე-ტყის დატვირთვის ადგილიდან ტრანსპორტირების დაწყებამდე, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსების უფლებამოსილების მქონე პირი უფლებამოსილია გამოწეროს ხე-ტყის წარმოშობის ახალი დოკუმენტი.
17. იმ შემთხვევაში, თუ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში შეცდომა აღმოჩენილ იქნა ხე-ტყის დამზადების ან დატვირთვის ადგილიდან ტრანსპორტირების შემდგომ, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაუქმების და ახალი დოკუმენტის შევსების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს, რომლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის ახალი დოკუმენტის შევსება არ ათავისუფლებს ხე-ტყით მოსარგებლეს (ლიცენზიანტს ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელს) კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან თუ შეცდომა დაშვებულია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-3 ან მე-4, ან მე-9 გრაფაში.
18. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით გაუქმებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი უნდა გადაიხაზოს ჯვარედინად და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაუქმების მიზეზის მითითებით ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-10 პუნქტით დადგენილ შესაბამის ვადებში ჩაბარდეს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს ან დეპარტამენტის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს.
19. ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახალი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა ივსება იმავე წესით, რომელიც დადგენილია ამ რეგლამენტით, გარდა ამ პუნქტით დადგენილი გამონაკლისებისა, კერძოდ:
ა) მე-2 რეკვიზიტში კეთდება მითითება გაუქმებულ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტზე, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ახალი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამოწერა;
ბ) მე-6 და მე-8 რეკვიზიტები გადაიხაზება Z-ით;
გ) მე-7 რეკვიზიტში დანიშნულების ადგილის ნაცვლად, მიეთითება ხე-ტყის განთავსების ადგილი (ფაქტობრივი ადგილმდებარეობა);
დ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხე-ტყით მოსარგებლის (ლიცენზიატის ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელის) შემთხვევაში ხორციელდება მის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის დადგენილებით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისთვის განსაზღვრული შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) შესაბამისად.
20. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ორგანოების შესაბამის თანამშრომლებს, რომელთაც აქვთ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის (შევსების) ან ელექტრონულ სისტემაში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მონაცემების ასახვის ან/და მატერიალური სახით ატვირთვის უფლებამოსილება ამ რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის დადგენილი წესით დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა.
21. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის, მისი ფორმისა და სპეციალური ფირნიშის გამოყენების (მარკირების), ასევე მათი აღრიცხვისა და ანგარიშგების სპეციალური წესები განისაზღვრება ასევე ამ რეგლამენტის სხვა შესაბამისი მუხლებით.
მუხლი4. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები
1. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოებია:
ა) სააგენტო;
ბ) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდეგში – დაცული ტერიტორიების სააგენტო);
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სატყეო სააგენტო (შემდეგში – აჭარის სატყეო სააგენტო);
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო სამმართველო.
2. ამ მუხლით განსაზღვრული ორგანოები ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს გასცემენ სოციალური ჭრების განხორციელების შედეგად მოპოვებულ ხე-ტყეზე, მათ შორის ამ რეგლამენტით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 5. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშების გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო, ხე-ტყით მოსარგებლეზე გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშების აღრიცხვისა და ანგარიშგების წესები
1. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის შედეგად მოპოვებული ხე-ტყის შემდგომი რეგულირების მიზნით, ხე-ტყით მოსარგებლეზე (ლიცენზიანტი ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელი) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშების გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოა სააგენტო.
2. ხე-ტყით მოსარგებლეზე (ლიცენზიანტი ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელი) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშის გაცემის საფუძველია შესაბამისი ტყით სარგებლობის გენერალური ან ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, დადგენილი წესით გამოყოფილი ტყეკაფის არსებობა.
3. სააგენტო ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და შესაბამისი სპეციალური ფირნიშების გაცემას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს შესაბამისი განაცხადისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშის გაცემისთვის განსაზღვრული შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) წარდგენიდან არა უმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
4. სააგენტოს მიერ ხე-ტყით მოსარგებლეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშის გაცემის რეგისტრაცია წარმოებს ზონარგაყრილ, დანომრილ, დამოწმებულ და ამ რეგლამენტის №7 და №8 დანართებით დადგენილი ფორმების შესაბამის ჟურნალებში.
5. ხე-ტყით მოსარგებლის მიერ უკან დაბრუნებული, მათ შორის დაზიანებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების ან სპეციალური ფირნიშის აღრიცხვა წარმოებს ზონარგაყრილ, დანომრილ, დამოწმებულ და ამ რეგლამენტის №9 და №10 დანართებით დადგენილი ფორმების შესაბამის ჟურნალში დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ.
6. სააგენტოს მიერ ხე-ტყით მოსარგებლეზე გაცემული, ასევე უკან დაბრუნებული და დაზიანებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, უნდა აისახოს ელექტრონულ სისტემაში.
7. სააგენტოს მიერ დადგენილი წესით ხორციელდება სპეციალური ფირნიშის ამ რეგლამენტის მე-4 მუხლში მითითებულ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებზე გადაცემა შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე.
8. ხე-ტყით მოსარგებლე ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რათა დაცული იყოს მასზე გადაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმები და სპეციალური ფირნიშები დაკარგვის ან სხვაგვარი ზემოქმედებისგან. მათი შენახვის ადგილები უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის და სპეციალური ფირნიშების შენახვაზე და დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხე-ტყით მოსარგებლეს.
9. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშის დაკარგვის შემთხვევაში ხე-ტყით მოსარგებლემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დეპარტამენტს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.
10. გაუხარჯავი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმები ან/და სპეციალური ფირნიშები ტყითსარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ 30 კალენდარული დღის ვადაში წარმოდგენილ უნდა იქნეს სააგენტოში.
მუხლი 6. სოციალური ჭრებით მოპოვებულ ხე-ტყეზე სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ შესაბამისი წარმოშობის დოკუმენტის გაცემა, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირთა უფლება-მოვალეობანი
1. სოციალური ჭრებით მოპოვებულ ხე-ტყეზე სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველია ხე-ტყის დამზადების ბილეთი;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემის საფუძველია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი) და ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი);
3. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებამდე და ხე-ტყის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთამდე სავალდებულოა:
ა) I ხარისხის ხიდან მიღებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშით, გარდა ამ მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) I ხარისხის ხიდან მიღებული იმ მერქნული რესურსის 1 მეტრამდე დაკოტვრა, რომლის მარკირებაც არ განხორციელდა ხე-ტყით მოსარგებლის მოთხოვნით;
გ) II ხარისხის ხიდან მიღებული მერქნული რესურსის 1 მეტრამდე დაკოტვრა, გარდა ხე-ტყის ცოცხალი გამწევი ძალით მორთრევისა.
4. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი ვალდებულია:
ა) მოითხოვოს ხე-ტყის დამზადების ბილეთი, ასევე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში დასაფიქსირებელი შესაბამისი ინფორმაცია (მათ შორის, მონაცემები სატრანსპორტო საშუალებისა და ხე-ტყის გადამზიდავი პირის შესახებ);
ბ) შეამოწმოს ფაქტობრივად დამზადებული რესურსისა და მისი ოდენობის შესაბამისობა ხე-ტყის დამზადების ბილეთში ასახულ მონაცემებთან;
გ) განაცხადოს უარი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე, თუ:
გ.ა) არ არსებობს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველი;
გ.ბ) დარღვეულია ხე-ტყის ათვისების ვადები;
გ.გ) ხე-ტყის დამზადების ბილეთით გათვალისწინებული და ფაქტობრივად არსებული ხე-ტყის დამზადების ადგილი არ შეესაბამება ერთმანეთს;
გ.დ) მოპოვებული რესურსის სახეობა (ჯიში) არ შეესაბამება, ხოლო ოდენობა აღემატება ხე-ტყის დამზადების ბილეთში ასახულ მონაცემებს.
5. ამ მუხლით დადგენილ შემთხვევაში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხდება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადების ადგილიდან ტრანსპორტირების დაწყებამდე. ამასთან, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას:
ა) სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტის შევსება;
ბ) რეკვიზიტები ივსება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ;
გ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-9 რეკვიზიტი ივსება ბოლოს;
დ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის რეკვიზიტებში ასახული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს, გარდა მე-7 რეკვიზიტში „დანიშნულების ადგილში“ მისათითებელი ინფორმაციისა, რომლის შევსებაც ხორციელდება ხე-ტყით მოსარგებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
6. დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის თანახმად ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შესაბამისი ეგზემპლარის ხე-ტყით მოსარგებლეზე ან გადამზიდავ პირზე გადაცემა ხორციელდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტების სრულად შევსების შემდეგ.
7. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-2 და მე-3 ეგზემპლარი გადაეცემა ხე-ტყით მოსარგებლეს ან გადამზიდავ პირს. გადამზიდავი პირი ვალდებულია შევსებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-2 და მე-3 ეგზემპლარი გადასცეს ხე-ტყით მოსარგებლეს, ხოლო პირველი ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს.
8. აკრძალულია სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის ნებისმიერი ფორმით გასხვისება.
მუხლი 7. ლიცენზიანტის ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის შევსების წესი და პასუხისმგებლობა მასში ასახული ინფორმაციის სისწორეზე
1. ხე-ტყის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვამდე და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებამდე, ლიცენზიანტის ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელის მიერ სავალდებულოა მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშებით, გარდა ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყისა (მორის) და წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყისა.
2. ლიცენზიანტის ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსება ხორციელდება შემდეგი წესების დაცვით:
ა) სავალდებულოა ყველა რეკვიზიტის შევსება;
ბ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტი ივსება ხე-ტყით მოსარგებლის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ;
გ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-9 რეკვიზიტი ივსება ყველა რეკვიზიტის შევსების შემდეგ;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მარკირებული მერქნული რესურსის სიგრძე, წვრილი თავის დიამეტრი, მოცულობა (მ3) ჯიშების მიხედვით, ასევე შესაბამისი სპეციალური ფირნიშის ნომრები აისახება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-4 რეკვიზიტში მოცემულ ცხრილში. ცხრილის შეუვსებელ რეკვიზიტები გადაიხაზება – Z-ით. ამასთან, ამავე რეკვიზიტში მრგვალი ხე-ტყის (მორის) მსხვილი ბოლოს დიამეტრის მითითება სავალდებულო არ არის;
ე) არამარკირებული ხე-ტყის მოცულობა ჯიშების მიხედვით აისახება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-3 რეკვიზიტში, მისი არ არსებობისას აღნიშნულ რეკვიზიტში დაისმევა – Z.
3. ლიცენზიანტის ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელის მიერ ამ მუხლის თანახმად ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხორციელდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტის სრულად შევსების შემდეგ.
4. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის რეკვიზიტებში ასახული მონაცემების შევსებაზე და სისწორეზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიანტს ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელს.
მუხლი 8. ადგილობრივი თვითმმართველობის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, დადგენილ შემთხვევებში მათზე სააგენტოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა
1. თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების, მათ შორის კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობების (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა, რომელიც ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის კანონიერად წარმოშობის დადასტურების მიზნით, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ხე-მცენარეების მოჭრის ან მოპოვების ადგილის შესახებ (მისამართი ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით);
ბ) ხე-მცენარეებიდან მიღებული მორის რაოდენობა, თითოეული მორის – ჯიში (სახეობა), მორის სიგრძე, მორის დიამეტრი წვრილი ბოლოდან, ხოლო ხე-მცენარეების (მათ შორის მწვანე ნარგავების) შემთხვევაში: მათი ჯიში (სახეობა), რაოდენობა, გარდა ქ. თბილისის ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეებისა, როდესაც უნდა მიეთითოს დაინტერესებული პირის რეკვიზიტები, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (საკადასტრო კოდი) მისი არსებობის შემთხვევაში, მწვანე ნარგაობის სახეობა, ხე-მცენარეების დიამეტრი, რომელიც იზომება ფესვის ყელიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე.
გ) ხე-მცენარეების მესაკუთრის მონაცემების (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი) შესახებ.
2. თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეებიდან, მათ შორის კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობებიდან (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა) მიღებული წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრის და ერთ მეტრზე მეტი სიგრძის მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება. ამასთან, სახერხ საამქროში შეტანის მიზნებისთვის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემასა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებას ექვემდებარება აღნიშნული ხე-მცენარეებიდან (მათ შორის, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში ასევე სხვა ხილკენკროვანი სახეობებიდან) მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყე (მორი). ამ შემთხვევებში, დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემასა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებას ახორციელებს სააგენტო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - აჭარის სატყეო სააგენტო.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ადგილწარმოშობის ცნობა, რომელიც უნდა მოიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტში მითითებულ ინფორმაციას. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება განაცხადის წარდგენიდან არა უმეტეს 5 სამუშაო დღისა.
4. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამცემი ვალდებულია:
ა) მოითხოვოს წარმოშობის დოკუმენტში დასაფიქსირებელი მონაცემების ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია (მათ შორის, მონაცემები სატრანსპორტო საშუალების, გადამზიდავი პირისა და დანიშნულების ადგილის შესახებ);
ბ) შეამოწმოს ხე-მცენარეების დამზადების ადგილი, დამზადებული ხე-მცენარეების ოდენობა და სახეობა;
გ) განაცხადოს უარი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე თუ ხე-მცენარეების დამზადების ადგილი, ჯიში (სახეობა) და სხვა მონაცემები არ შეესაბამება წარმოდგენილ ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობაში ასახულ მონაცემებს.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება დაინტერსებული მხარის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის დადგენილებით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისთვის განსაზღვრული შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) შესაბამისად.
6. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას:
ა) სავალდებულოა ყველა რეკვიზიტის შევსება, გარდა დოკუმენტის მე-3 რეკვიზიტისა, რომელიც გადაიხაზება – Z-ით;
ბ) დოკუმენტის მე-2 რეკვიზიტში მიეთითება სააგენტოში შემოსული დაინტერესებული პირის განცხადებისა და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისთვის განსაზღვრული შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) ნომერი;
გ) ყველა რეკვიზიტი ივსება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ;
დ) დოკუმენტის მე-9 რეკვიზიტი ივსება ყველაზე ბოლოს;
ე) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-2 და მე-3 ეგზემპლარი გადაეცემა ხე-ტყის მოსარგებლეს, ხოლო პირველი ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს.
7. დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხორციელდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტების სრულად შევსების შემდეგ.
მუხლი 9. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა
1. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ხე-ტყის ტრანსპორტირების დაწყებამდე სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა, ასევე სპეციალური ფირნიშებით მარკირება ამ მუხლით დადგენილი წესით.
2. ხე-ტყის ტრანსპორტირების დაწყებამდე სავალდებულოა ხე-ტყის დამზადების შედეგად მიღებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშებით, გარდა ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყისა (მორისა).
3. სააგენტოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის (სადაც მითითებული უნდა იქნეს მოპოვებული რესურსის მოცულობა ჯიშების მიხედვით, ასევე მათი განთავსების ადგილი) საფუძველზე. სააგენტოს მიერ ამ პუნქტით გაწეული მომსახურების შესაბამისი საფასურის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადახდა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
4. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მერქნული რესურსის განკარგვის შემდეგ სააგენტოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს წერილობითი მიმართვის (სადაც მითითებულ უნდა იქნეს მოპოვებული რესურსის მოცულობა ჯიშების მიხედვით, ასევე მათი განთავსების ადგილი), ხე-ტყის მესაკუთრის განცხადებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების (ქვითრის) წარმოდგენის საფუძველზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება, თუ იმავე ხე-ტყეზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაცემულია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი.
5. სააგენტოს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით დადგენილ შემთხვევებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას ვალდებულია:
ა) შეამოწმოს ხე-ტყის ოდენობის შესაბამისობა შესაბამის დოკუმენტში (წერილობითი მიმართვაში ან განცხადებაში) ასახულ მონაცემებთან;
ბ) მოითხოვოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შესაბამის რეკვიზიტებში მისათითებელი ინფორმაცია;
გ) განაცხადოს უარი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე, თუ არ არსებობს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველი ან ხე-ტყის ჯიში ან/და მოცულობა არ შეესაბამება წერილობით მიმართვაში ან განცხადებაში არსებულ მონაცემებს.
6. დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხორციელდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტის სრულად შევსების შემდეგ. ამასთან, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის რეკვიზიტების შევსება ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) მე-3 პუნქტის საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას:
ა.ა) დოკუმენტის პირველ რეკვიზიტში მიეთითება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს სახელწოდება;
ა.ბ) დოკუმენტის მე-2 რეკვიზიტში მიეთითება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძვლები (წერილობითი მიმართვის ნომერი, ხოლო არსებობის შემთხვევაში ასევე შესაბამისი მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების (ქვითრის) ნომერი);
ბ) მე-4 პუნქტის საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას:
ბ.ა) დოკუმენტის პირველ რეკვიზიტში მიეთითება ხე-ტყის მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ.ბ) დოკუმენტის მე-2 რეკვიზიტში მიეთითება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძვლები (წერილობითი მიმართვის, განცხადებისა და შესაბამისი მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების (ქვითრის) ნომერი);
გ) დოკუმენტის შეუვსებელი მე-3 ან მე-4 რეკვიზიტი გადაიხაზება Z-ით. მე-5 რეკვიზიტში მიეთითება დოკუმენტის გაცემის (ხე-ტყის განთავსების) ადგილის მისამართი (თუ ხე-ტყის დამზადების ადგილი უცნობია).
7. ამ მუხლის საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას, დოკუმენტის მე-2 და მე-3 ეგზემპლარი გადაეცემა ხე-ტყით მოსარგებლეს, ხოლო პირველი ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს.
8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ხე-ტყის რეგულირების მიზნით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ, ამ მუხლისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევებში დაინტერესებული პირი მიმართავს აჭარის სატყეო სააგენტოს.
მუხლი 10. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) განხორციელებული ჭრების, სპეციალური ჭრებისა და საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) განხორციელებული ჭრების, სპეციალური ჭრებისა და საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირების დაწყებამდე სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ფირნიშებით მარკირება ამ მუხლით დადგენილი წესით.
2. ხე-ტყის ტრანსპორტირების დაწყებამდე სავალდებულოა ხე-ტყის დამზადების შედეგად მიღებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშებით, გარდა ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყისა (მორისა).
3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სპეციალური ჭრების განხორციელებისას მოპოვებულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება სპეციალური ჭრების განმახორციელებელი პირის წერილობით (სადაც მითითებულ უნდა იქნეს მოპოვებული რესურსის მოცულობა ჯიშების მიხედვით, ასევე ხე-ტყის განთავსების ადგილი) მიმართვის საფუძველზე.
4. სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ჭრების განხორციელებისას მოპოვებულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება ჭრების განმახორციელებელი პირის წერილობით მიმართვის (სადაც მითითებულ უნდა იქნეს მოპოვებული რესურსის მოცულობა ჯიშების მიხედვით, ასევე მათი განთავსების ადგილი) საფუძველზე.
5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ფირნიშებით მარკირების მიზნით დაინტერესებული პირი მიმართავს სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში მიმართავს - აჭარის სატყეო სააგენტოს.
6. საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება დადგენილი წესით ჭრების განხორციელების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.
7. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილ შემთხვევებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას, ვალდებულია:
ა) შეამოწმოს ხე-ტყის ოდენობის შესაბამისობა შესაბამის დოკუმენტში (წერილობით მიმართვაში ან მოთხოვნაში) ასახულ მონაცემებთან;
ბ) მოითხოვოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შესაბამის რეკვიზიტებში მისათითებელი ინფორმაცია;
გ) განაცხადოს უარი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე, თუ არ არსებობს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველი ან ხე-ტყის ჯიში ან/და მოცულობა არ შეესაბამება წერილობით მიმართვაში ან განცხადებაში არსებულ მონაცემებს.
8. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხორციელდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტის სრულად შევსების შემდეგ. ამასთან, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის რეკვიზიტების შევსება ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) დოკუმენტის პირველ რეკვიზიტში მიეთითება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი ორგანოს სახელწოდება;
ბ) ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას დოკუმენტის მე-2 რეკვიზიტში მიეთითება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძვლები (წერილობითი მიმართვის ნომერი), ხოლო ამ მუხლის მე-5 პუნქტების საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას ჭრების განხორციელების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება.
გ) დოკუმენტის შეუვსებელი მე-3 ან მე-4 რეკვიზიტი გადაიხაზება – Z-ით.
დ) დოკუმენტის მე-2 ეგზემპლარი გადაეცემა ხე-ტყის გადამზიდავ პირს, ხოლო პირველი და მე-3 ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს.
მუხლი 11. საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული ხე-ტყის რეგულირება
1. იმპორტირებული ხე-ტყის იმპორტიორი ვალდებულია იმპორტირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხ საამქროში შეტანამდე უზრუნველყოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის აღება და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. იმპორტიორი ვალდებულია ამისთვის მიმართოს სააგენტოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის აღებისთვის და მიაწოდოს ინფორმაცია ხე-ტყის შემოტანის თარიღის, შემოტანილი რესურსის მოცულობის (მ3), დასამარკირებელი მერქნული რესურსის რაოდენობის ჯიშის მიხედვით და მათი პირველადი დასაწყობების ადგილის შესახებ.
2. ხე-ტყის იმპორტიორი ვალდებულია სააგენტოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისთვის წარუდგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი).
3. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემამდე სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშებით.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველია იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები.
5. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამცემი, ამ მუხლის პირველ პუნქტში ასახული ინფორმაციის გათვალისწინებით, ვალდებულია:
ა) შეამოწმოს იმპორტირებული ხე-ტყის ოდენობის შესაბამისობა იმპორტის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტში ასახულ მონაცემებთან;
ბ) მოითხოვოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შესაბამის რეკვიზიტებში მისათითებელი ინფორმაცია.
გ) განაცხადოს უარი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე, თუ:
გ.ა) არ არსებობს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველი;
გ.ბ) იმპორტირებული ხე-ტყის ჯიში არ შეესაბამება ან/და ოდენობა აღემატება იმპორტის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტში გათვალისწინებულ მონაცემებს.
გ.გ) არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი);
დ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას მე-2 და მე-3 ეგზემპლარი გადაეცემა ხე-ტყის მოსარგებლეს, ხოლო პირველი ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს.
6. თუ იმპორტიორის მიერ დარღვეულია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის აღებისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, იმპორტიორზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტების ფარგლებში განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგ.
7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, იმპორტირებული ხე-ტყის იმპორტიორი ვალდებულია განცხადებით მიმართოს აჭარის სატყეო სააგენტოს.
მუხლი 12. სპეციალური ფირნიშების მოქმედებისა და მისი გაუქმების საფუძვლები
1. დაუშვებელია სპეციალური ფირნიშის ხელმეორედ გამოყენება, აგრეთვე დაზიანებული სპეციალური ფირნიშის გამოყენება.
2. სპეციალური ფირნიშის მოქმედება წყდება:
ა) სპეციალური ფირნიშით მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხ საამქროში გადამუშავებისთანავე;
ბ) თუ მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირების შემდგომ, სახერხ საამქროში ხე-ტყის გადამუშავებამდე დარღვეულია მისი მთლიანობა;
გ) საკონტროლო ფირნიშის არარსებობისას.
3. ხე-ტყის შესაბამისი დატვირთვის ან დამზადების ადგილიდან ხე-ტყის ტრანსპორტირების დაწყების შემდეგ პერიოდში მარკირებული ხე-ტყის სპეციალური ფირნიშის დაზიანების ან დაკარგვისას, ხე-ტყით მოსარგებლე ან ხე-ტყის მფლობელი ვალდებულია განცხადებით მიმართოს დეპარტამენტს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. კანონმდებლობით დადგენილი ზომების გატარების შემდგომ ხე-ტყის მარკირებისა და ახალი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება გააჩნია შესაბამის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ორგანოს უფლებამოსილ პირს, რომელსაც ხე-ტყით მოსარგებლე ან ხე-ტყის მფლობელი წარუდგენს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს(ქვითარს).
განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) ინფორმაციას მრგვალი ხე-ტყის (მორის) ოდენობისა და განთავსების ადგილის შესახებ;
ბ) დაზიანებული ან დაკარგული სპეციალური ფირნიშის მონაცემების თაობაზე;
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განცხადების წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან დასაბუთებულ უარი ეცნობება განმცხადებელს. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას უფლებამოსილი პირი ვალდებულია:
ა) მოითხოვოს შესაბამისი დაზიანებული სპეციალური ფირნიში, თუ იგი არ არის წარმოდგენილი;
ბ) შეამოწმოს მრგვალი ხე-ტყისა (მორისა) და დაზიანებული ან დაკარგული სპეციალური ფირნიშის შესაბამისობა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტსა და შესაბამის მრგვალ ხე-ტყეზე (მორზე) არსებულ მონაცემებთან და მხოლოდ მათი თანხვედრის შემთხვევაში გასცეს ახალი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი;
გ) ხე-ტყის წარმოშობის ახალი დოკუმენტი შეავსოს ზოგადი წესების შესაბამისად, გარდა დოკუმენტის მე-2 რეკვიზიტისა, რომელშიც უნდა მიუთითოს დაზიანებული ან დაკარგული სპეციალური ფირნიშის ნომერი. ამასთან, ხე-ტყის წარმოშობის ახალი დოკუმენტი ივსება მხოლოდ იმ მრგვალ ხე-ტყეზე (მორზე), რომელსაც დაზიანებული ან დაკარგული აქვს სპეციალური ფირნიში.
დ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-2 და მე-3 ეგზემპლარი გადაეცემა ხე-ტყის მოსარგებლეს ან ხე-ტყის მფლობელს, ხოლო პირველი ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც ამ რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილ ვადაში უნდა ჩაბარდეს სააგენტოს.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას სავალდებულოა თითოეული შესაბამისი მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშებით.
მუხლი 13. ხე-ტყის ტრანსპორტირების სავალდებულო მოთხოვნები, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მოქმედების ვადა
1. ხე-ტყის შესაბამისი დატვირთვის ან დამზადების ადგილიდან ხე-ტყის დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებისას თითოეული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით გათვალისწინებული ხე-ტყე არ უნდა განთავსდეს სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებაზე.
2. იმ შემთხვევაში, თუ ხე-ტყის დატვირთვის ან დამზადების ადგილიდან ხე-ტყის დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებისას არსებობს ხე-ტყის ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორე სატრანსპორტო საშუალებაზე გადატვირთვის საჭიროება, ამ რეგლამენტით დამტკიცებული №1 დანართის „ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის“ მე-6 გრაფაში სავალდებულოა ორივე სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების მითითება და ხე-ტყით მოსარგებლე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს წარუდგინოს იმ სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ასლი (რომელიც დასტურდება ტყითმოსარგებლის ან მის მიერ უფლებამოსილი პირისა და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამცემის ხელმოწერითა და მიმდინარე თარიღის მითითებით) რომელიც უზრუნველყოფს დანიშნულების ადგილამდე ხე-ტყის ტრანსპორტირებას.
3. ამ მუხლის 2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ამ რეგლამენტით დამტკიცებული №1 დანართის „ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის“ მე-8 გრაფაში მიეთითება ხე-ტყის გადამზიდავი იმ პირის რეკვიზიტები, რომელიც ხე-ტყის დატვირთვის ან დამზადების ადგილიდან ხე-ტყის მეორე სატრანსპორტო საშუალებაზე გადატვირთვის ადგილამდე განახორციელებს ხე-ტყის ტრანსპორტირებას.
4. სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყით მოსარგებლე ან ხე-ტყის გადამზიდავი პირი ვალდებულია ხე-ტყის ტრანსპორტირებისას თან იქონიოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შესაბამისი ეგზემპლიარები. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მოქმედების ვადა სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული არამარკირებული ხე-ტყის ,,დანიშნულების ადგილამდე” ტრანსპორტირებისთვის განისაზღვრება მისი გაცემიდან (შევსებიდან) არა უმეტეს 24 საათისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ხე-ტყით მოსარგებლის მიერ არამარკირებულიხე-ტყის შემდგომი ტრანსპორტირება დაუშვებელია.
5. ლიცენზიანტი ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელი ვალდებულია თან იქონიოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ხე-ტყის დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებისას.
6. ადგილობრივი თვითმმართველობის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეებიდან მიღებული და მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირებისას ხე-ტყით მოსარგებლე ვალდებულია თან იქონიოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, ხოლო მწვანე ნარგავების ან ხე-მცენარეებიდან მიღებული არამარკირებული ხე-ტყის ტრანსპორტირებისას სავალდებულოა ამ რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა.
7. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ხე-ტყისა და საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირებისას ხე-ტყით მოსარგებლე ვალდებულია თან იქონიოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი.
8. ხე-ტყე, რომელსაც ამ მუხლის მე-4-მე-7 პუნქტებით დადგენილ შემთხვევებში არ ახლავს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობა ან/და მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშებით, იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №1
xe-tyis warmoSobis dokumenti
№ 0000000000
1. ხე-ტყით მოსარგებლე: ---------------------------------------------------------------------------------------------
იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება/ვინაობა, მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი (არსებობის შემთხვევაში)/ პირადი ნომერი
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. დოკუმენტის გაცემის საფუძველი: ------------------------------------------------------------------------------
სანებართვო დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი
3. მონაცემები (არამარკირებული) ხე-ტყის მოცულობისა და ჯიშის შესახებ:
|1 |ხე-ტყის ჯიში | | | | |
|2 |ხე-ტყის მოცულობა | | | | |
4. მონაცემები მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) შესახებ:
|№ |მორების რაოდენობა |1 |2 |
| |ტერიტორიული ორგანოს დასახელება |მომართვის №, თარიღი |ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის |
| | | |გაცემის თარიღი |№...დან №...მდე |რაოდენობა |
|1 |2 |3 |4 |5 |6 |
| | | | | | |
| | | | | | |
| | | | | | |
გაგრძელება –
|IV |V |VI |
|გაცემაზე პასუხისმგებელი პირის |მიღებაზე პასუხისმგებელი პირის |შენიშვნა |
|სახელი, გვარი |თანამდებობა |ხელმოწერა |სახელი, გვარი |თანამდებობა |ხელმოწერა | |
|7 |8 |9 |10 |11 |12 |13 |
| | | | | | | |
| | | | | | | |
| | | | | | | |
დანართი №3
ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დოკუმენტის გამცემ პასუხისმგებელ პირზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის გაცემის, ასევე უკან დაბრუნებული დაზიანებული, ან/და გაუქმებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
|№ |გაცემის თარიღი|დოკუმენტის ნომერი |გაცემაზე პასუხისმგებელი პირის |მიღებაზე პასუხისმგებელი პირის |
| | |
|დაბრუნების თარიღი |დოკუმენტის ნომერი |გვარი |სახელი |თანამდებობა | |
| | | | | | |
| | | | | | |
| | | | | | |
დანართი №4
ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მის ტერიტორიულ ორგანოებზე სპეციალური ფირნიშის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
|№ |I |II |III |
| |ტერიტორიული ორგანოს დასახელება |მომართვის №, თარიღი |სპეციალური ფირნიშის |
| | | |გაცემის თარიღი |№...დან №...მდე |რაოდენობა |
| | | | | | |
| | | | | | |
| | | | | | |
გაგრძელება –
|IV |V |VI |
|გაცემაზე პასუხისმგებელი პირის |მიღებაზე პასუხისმგებელი პირის |შენიშვნა |
|სახელი, |თანამდებობა |ხელმოწერა |სახელი, გვარი |თანამდებობა |
|გვარი | | | | |
| | |
|დაბრუნების თარიღი |დოკუმენტის ნომერი |გვარი |სახელი |თანამდებობა | |
| | | | | | |
| | | | | | |
| | | | | | |
| | | | | | |
დანართი№6
აქტი №––––
,,-----” ,,--------------” 201–– წელი
გამოსაყენებლად უვარგისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშის ჩამოწერის შესახებ
|№ |დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშის ნომერი |ჩამოწერის მიზეზი |
| | | |
| | | |
| | | |
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშის ჩამოწერის სისწორეს:
ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი
სტრუქტურული ქვედანაყოფის
უფროსი: /-------------------------/
ადმინისტრაციული ორგანოდან
ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან
სპეციალური ფირნიშის
განაწილებაზე
პასუხისმგებელი პირი: /----------------------------/
დანართი №7
ხე-ტყით მოსარგებლეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
|N |I |II |
| |ხე-ტყით მოსარგებლე (სახელი, გვარი, მეწარმე სუბიექტის |ლიცენზიის ან |
| |შემთხვევაში დასახელება) |შესაბამისი |
| | |ხელშეკრულების |
| | |ნომერი |
|გაცემაზე პასუხისმგებელი პირის |ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის მიმღების |შენიშვნა |
|სახე|გვარი |თანამდებობა |
|ლი | | |
| |ხე-ტყით მოსარგებლე (სახელი, გვარი, მეწარმე სუბიექტის |ლიცენზიის ან |
| |შემთხვევაში დასახელება) |შესაბამისი |
| | |ხელშეკრულების |
| | |ნომერი |
|გაცემაზე პასუხისმგებელი პირის |სპეციალური ფირნიშის მიმღების |შენიშვნა |
|სახელ|გვარი |თანამდებობა |
|ი | | |
| |ხე-ტყით მოსარგებლე |ლიცენზიის ან |საიდენტიფიკაციო ნომერი, |მინდობილობის №, თარიღი |ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის |
| |(სახელი, გვარი, |შესაბამისი |ფიზიკური პირის |(მისი არსებობისას) | |
| |მეწარმე სუბიექტის |ხელშეკრულების ნომერი |შემთხვევაში პირადი | | |
| |შემთხვევაში | |ნომერი | | |
| |დასახელება) | | | | |
| | | |
|ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მიმღები პასუხისმგებელი პირის |ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის წარმომდგენი პირის |შენიშვნა |
|სახე|გვარი |თანამდებობა |
|ლი | | |
| |ხე-ტყით მოსარგებლე (სახელი, გვარი, მეწარმე სუბიექტის |ლიცენზიის ან |
| |შემთხვევაში დასახელება) |შესაბამისი |
| | |ხელშეკრულების |
| | |ნომერი |
|სპეციალური ფირნიშის მიმღები პასუხისმგებელი პირის |სპეციალური ფირნიშის წარმომდგენი პირის |შენიშვნა |
|სახელი |გვარი |
|საწარმოს დასახელება | |
|საიდენტიფიკაციო ნომერი | |
|სახერხი საამქროს რეგისტრაციის ნომერი | |
|მისამართი | |
|I. მონაცემები სახერხ საამქროში არსებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) მოცულობის შესახებ ჯიშების მიხედვით |
|ჯიშის დასახელება|ნაშთი საანგარიშო |საანგარიშო პერიოდში |საანგარიშო პერიოდში |მ.შ. |ნაშთი საანგარიშო პერიოდის |
| |პერიოდის |მიღებული, მ3 |მრგვალი ხე-ტყის |გადამუშავე-ბულია, |დასასრულისათვის, მ3 |
| |დასაწყისისათვის, მ3 | |(მორის) გატანა, მ3 |მ3 | |
|1 |2 |3 |4 |5 |6 |
| | | | | | |
| | | | | | |
| | | | | | |
| | | | | | |
| | | | | | |
| | | | | | |
| | | | | | |
| | | | | | |
| | | | | | |
|ჯამი | | | | | |
|II. მონაცემები პირველადი გადამუშავების პროდუქტის შესახებ |
|პროდუქტის |ჯიში |ნაშთი საანგარიშო |საანგარიშო პერიოდში |საანგარიშო |ნაშთი საანგარიშო პერიოდის |
|დასახელება | |პერიოდის |გადამუშავების |პერიოდში |დასასრულისათვის, მ3(მ2) |
| | |დასაწყისისათვის, მ3(მ2) |შედეგად მიღებული, |პროდუქტის გატანა,| |
| | | |მ3(მ2) |მ3(მ2) | |
|7 |8 |9 |10 |11 |12 |
| | | | | | |
| | | | | | |
| | | | | | |
| | | | | | |
| | | | | | |
| | | | | | |
| | | | | | |
| | | | | | |
| | | | | | |
|ჯამი | | | | | |
შენიშვნა: 1. პირველადი პროდუქტის - შპონის მიღების შემთხვევაში, ზომის ერთეულია - მ2
2. იმ შემთხვევაში, როდესაც მიღებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) და გადამუშავებული პროდუქტის ნაირსახეობის ან რაოდენობიდან გამომდინარე ანგარიშგებისას საკმარისი არ არის ანგარიშის ერთი ფორმა, ერთდროულად გამოიყენება ანგარიშის რამდენიმე ფორმა.
პასუხისმგებელი პირი: /-------------------------/
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში
ანგარიშის წარმოდგენის თარიღი: --------------------------
დანართი №13
მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირების სპეციალური ფირნიში
[pic]