„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№248
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.023459
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/05/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №248

2022 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/01/2014, 300160070.10.003.017666) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საშეშე მერქანი – ხეტყის დამზადების შედეგად, მათ შორის, ძირნაყარი ხეტყისგან მიღებული 60 სანტიმეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი.“.

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) I ხარისხის ხიდან მიღებული იმ მერქნული რესურსის 60 სანტიმეტრამდე დაკოტრვა, რომლის მარკირებაც არ განხორციელდა ხეტყით მოსარგებლის მოთხოვნით;

გ) II ხარისხის ხიდან მიღებული მერქნული რესურსის 60 სანტიმეტრამდე დაკოტრვა, გარდა ხეტყის ცოცხალი გამწევი ძალით მორთრევისა.“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხეტყის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვამდე და ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებამდე, ლიცენზიანტის ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელის მიერ სავალდებულოა მრგვალი ხეტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშით, გარდა 60 სანტიმეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხეტყისა (მორისა) ან წვრილი თავის ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის მქონე ხეტყისა.“.

4. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის  საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსიდან, ასევე მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხემცენარეებიდან (მწვანე ნარგავებიდან), მათ შორის, კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობებიდან (გარდა სხვა ხილკენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა) მიღებული წვრილი თავის ბოლოდან 12 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრისა და არანაკლებ 60 სანტიმეტრზე მეტი სიგრძის მერქნული რესურსის ტრანსპორტირების მიზნით, სავალდებულოა ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება. ამასთან, სახერხ საამქროში შეტანის მიზნისთვის, ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემასა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებას ექვემდებარება ხემცენარეებიდან (მწვანე ნარგავებიდან) (მათ შორის, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე სხვა ხილკენკროვანი სახეობებიდან) მიღებული 60 სანტიმეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხეტყე (მორი) და წვრილი თავის ბოლოდან 4 და მეტი სანტიმეტრის დიამეტრის ხემცენარე, გარდა სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსისა. ამ შემთხვევებში, დაინტერესებული პირი ვალდებულია, დადგენილი წესით, გადაიხადოს სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის დადგენილი მომსახურების საფასური და მიმართოს სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს.“.

5. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხეტყის ტრანსპორტირების დაწყებამდე სავალდებულოა ხეტყის დამზადების შედეგად მიღებული მრგვალი ხეტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშებით, გარდა 60 სანტიმეტრამდე სიგრძის დაკოტრილი და წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მერქნული რესურსისა.“.

6. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხეტყის ტრანსპორტირების დაწყებამდე სავალდებულოა ხეტყის დამზადების შედეგად მიღებული მრგვალი ხეტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშებით, გარდა 60 სანტიმეტრამდე სიგრძის დაკოტრილი და წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსისა.“.

7. მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

მუხლი 101. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან/და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტყის მართვის ორგანოსთვის რეალიზაციის მიზნით გადაცემული მერქნული რესურსისთვის წარმოშობის დოკუმენტის გაწერის განსაკუთრებული პირობები

სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიის საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) უკანონოდ (უკანონოდ გაჩეხვით ან სხვაგვარად) მოპოვებული, დროებით ჩამორთმეულ ან აღმოჩენილ მერქნიან მცენარეზე ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხორციელდება ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტის სრულად შევსების შემდეგ (გარდა ამ პუნქტში მითითებული გამონაკლისისა). შევსება ხდება შემდეგი წესით:

ა) დოკუმენტის მე-2 რეკვიზიტში იწერება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლი, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ან/და საველე აქტი/მიღება-ჩაბარების აქტი;

ბ) დოკუმენტის მე-5 რეკვიზიტში იწერება აღმოჩენის ადგილი, თუ ცნობილია ნაკვეთის ზუსტი მდებარეობა (სატყეო, სატყეო უბანი, კვარტალი, ლიტერი);

გ) დოკუმენტის მე-7 რეკვიზიტში იწერება დასაწყობების ადგილი.“.

8. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, სავალდებულოა მრგვალი ხეტყის (მორის) გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების შენახვა სახერხი საამქროს ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილას – ბუნკერში, ხოლო ნაგვერდულების, ასევე ფანერის (შპონის) წარმოების მიზნით წინასწარი დამუშავების შედეგად მიღებული 30 სანტიმეტრიდან 60 სანტიმეტრამდე სიგრძის დარჩენილი კოტრების (მორის ჩამონაჭრების) განთავსება – სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.“.

9. მე-17 მუხლის:

ა) 78 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7​8. ფანერის (შპონის) წარმოების მიზნით მრგვალი ხეტყის (მორის) წინასწარ დამუშავებისას სავალდებულოა, ხეტყის (მორის) სპეციალური ფირნიშიდან საკონტროლო ფირნიშის ამოღებისთანავე განხორციელდეს წინასწარი დამუშავების დაწყების რეგისტრაცია ელექტრონულ ჟურნალში. აღნიშნულ შემთხვევაში ელექტრონულ ჟურნალში აისახება მრგვალი ხეტყის (მორის) წინასწარი დამუშავების შედეგად მისაღები მორების რაოდენობა. ასევე სავალდებულოა, წინასწარი დამუშავების შედეგად მიღებული მორის (მორების) ერთ-ერთ გადანაჭრელზე საღებავით დაუყოვნებლივ გაკეთდეს წარწერა, შემდეგი ფორმატით − წინასწარ დასამუშავებელი მორის შესაბამისი ფირნიშის ნომერი, წილადის აღმნიშვნელი ნიშანი და დამუშავების შედეგად მიღებული მორის რიგითი ნომერი (მაგალითად, 0000056615/1 და ა. შ.) − და მიმდინარე დღის 24:00 საათამდე ელექტრონულ ჟურნალში ასახოს მისი მონაცემები: წვრილი და მსხვილი თავის დიამეტრები (სმ), სიგრძე (მ), ასევე წინასწარი დამუშავების შედეგად მიღებული 30 სანტიმეტრიდან 60 სანტიმეტრამდე სიგრძის დარჩენილი კოტრების (მორის ჩამონაჭრების) რაოდენობა. აღნიშნული მონაცემების შეტანისა და შენახვის შემდგომ მრგვალი ხეტყის (მორის) წინასწარი დამუშავების რეგისტრაცია ითვლება დასრულებულად. ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირებამდე, სავალდებულოა, მიმდინარე დღის განმავლობაში წინასწარ დამუშავებული მორებიდან მრგვალი ხეტყის (მორის) საკონტროლო ფირნიშები ინახებოდეს გადამუშავების ადგილზე და მოთხოვნისთანავე წარედგინოს დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს.“;

ბ) 710 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7​10. წინასწარი დამუშავების შედეგად მიღებული 30 სანტიმეტრიდან 60 სანტიმეტრამდე სიგრძის დარჩენილი კოტრების (მორის ჩამონაჭრების) სახერხი საამქროდან გატანა დასაშვებია მხოლოდ მათი დაპობის/დაჩეხვის შემდგომ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი