„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №518 |
|
2023 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ − „ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-7 პუნქტის, ასევე მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2025 წლის 1 თებერვლამდე.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. 2025 წლის 1 თებერვლამდე რეგისტრირებული სახერხი საამქროს მფლობელები ვალდებულნი არიან, სახერხი საამქროები შესაბამისობაში მოიყვანონ ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ, 2025 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით არსებულ მოთხოვნებთან და ამავე ვადაში დეპარტამენტში წარადგინონ სახერხი საამქროების განმეორებითი რეგისტრაციის მოთხოვნა.“.
|