„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №675 |
|
2014 წლის 10 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ორგანოების შესაბამის თანამშრომლებს, რომელთაც აქვთ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის (შევსების) ან ელექტრონულ სისტემაში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მონაცემების ასახვის ან/და მატერიალური სახით ატვირთვის უფლებამოსილება ამ რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის დადგენილი წესით დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ შეცდომა დაშვებულია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-3, მე-4 ან მე-9 გრაფაში.“.
2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული, ხე-მცენარეებიდან, მათ შორის კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობებიდან (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა) მიღებული წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრის და ერთ მეტრზე მეტი სიგრძის მერქნული რესურსის ტრანსპორტირების მიზნით სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება. ამასთან, სახერხ საამქროში შეტანის მიზნებისთვის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემასა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებას ექვემდებარება აღნიშნული ხე-მცენარეებიდან (მათ შორის, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში ასევე სხვა ხილკენკროვანი სახეობებიდან) მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და წვრილი ბოლოდან 4 და მეტი სანტიმეტრის დიამეტრის ხე-მცენარე. ამ შემთხვევებში დაინტერესებული პირი ვალდებულია დადგენილი წესით გადაიხადოს სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის დადგენილი მომსახურების საფასური და მიმართოს სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 10.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №675. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.018295.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №675, 10.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018295 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2613034/