„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №432 |
|
2020 წლის 10 ივლისი ქ. თბილისი |
„მუხლი 61. სახელმწიფო ტყის ფონდიდან ხე-ტყის ნარჩენის ტრანსპორტირებაზე სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა
1. სახელმწიფო ტყის ფონდიდან ხე-ტყის ნარჩენის ტრანსპორტირებაზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი ვალდებულია:
ა) მოითხოვოს ხე-ტყის ნარჩენის (მათ შორის, ადგილზე დაქუცმაცებული ნარჩენის) გამოტანის უფლებისა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (შესაბამისი სანებართვო დოკუმენტი, გადახდის ქვითარი), ასევე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში დასაფიქსირებელი შესაბამისი ინფორმაცია (მათ შორის, მონაცემები სატრანსპორტო საშუალებისა და გადამზიდავი პირის შესახებ);
ბ) შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებული ხე-ტყის ნარჩენის მოცულობა;
გ) განაცხადოს უარი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე, თუ:
გ.ა) არ არსებობს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველი;
გ.ბ) ხე-ტყის ნარჩენის დატვირთვის ან დამზადების ფაქტობრივი ადგილი არ შეესაბამება სანებართვო დოკუმენტებს.
2. ხე-ტყის ნარჩენის გამოტანაზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხდება ნარჩენის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვის შემდგომ, დატვირთვის ადგილიდან ტრანსპორტირების დაწყებამდე. ამასთან, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას:
ა) დოკუმენტის ყველა რეკვიზიტი ივსება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ;
ბ) მე-3 რეკვიზიტის პირველ გრაფაში − „ხე-ტყის ჯიში“ უნდა მიეთითოს − „ხე-ტყის ნარჩენი“, ხოლო მეორე გრაფაში − „ხე-ტყის მოცულობა“ უნდა მიეთითოს სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებული ხე-ტყის ნარჩენის (მათ შორის, დაქუცმაცებულ მდგომარეობაში) მოცულობა; მე-4 რეკვიზიტი არ ივსება და ყველა გრაფა გადაიხაზება Z-ით;
გ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის რეკვიზიტებში ასახული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს, გარდა მე-7 რეკვიზიტში − „დანიშნულების ადგილი“ მისათითებელი ინფორმაციისა, რომლის შევსებაც ხორციელდება დაინტერესებული პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
3. დაუქუცმაცებელი ხე-ტყის ნარჩენის გამოტანისას ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის შემთხვევაში ნარჩენის მოცულობის განსაზღვრისას დგინდება სატრანსპორტო საშუალების ძარის მოცულობა მ3-ში. ფოთლოვანი სახეობის ხის ნარჩენი დაანგარიშდება 0,20 კოეფიციენტზე ნამრავლით, შერეული (წიწვოვან-ფოთლოვანი) სახეობის შემთხვევაში – 0,25 კოეფიციენტით, ხოლო წიწვოვანი სახეობის შემთხვევაში – 0,30 კოეფიციენტით.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.07.2020.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 10.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №432. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.022147.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.07.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №432, 10.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022147 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4922294/