„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- საგზაო მოძრაობის შესახებ 24.12.2013
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-7 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების უფლებამოსილებანი“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მუნიციპალიტეტის ორგანოები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად წყვეტენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს.“.
2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ადგილობრივ პროგრამებს ამტკიცებენ მუნიციპალიტეტების შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები.“.
3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საავტომობილო გზის გაუმართაობისას, შეზღუდული ხილვადობის პირობებში, ბუნებრივი მოვლენების დროს, სტიქიური უბედურების, ავარიის, კატასტროფის ან სხვა უბედურების შემთხვევაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში;“.
4. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოსგან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან მიიღოს:
ბ.ა) ინფორმაცია გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების პირობების შესახებ;
ბ.ბ) ინფორმაცია გზაზე მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის დაწესების მიზეზის შესახებ;
ბ.გ) ინფორმაცია პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან;
ბ.დ) პირველადი სამედიცინო, სამაშველო და სხვა დახმარება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს;“.
5. 37-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და დგომის წესებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“.
6. 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) დემონსტრაციის, ავტორალის, სარეკლამო ავტოგადარბენის, საავტომობილო შეჯიბრების ჩატარება და სატრანსპორტო საშუალებისა და მისი ძარას მქონე პროტოტიპის ტექნიკური გამოცდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს ან მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით.“.
7. 61-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა) ნებადართულია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დახურულ მოედანსა და ავტოდრომზე, აგრეთვე იმ გზებზე, რომელთა სიასაც დადგენილი წესით ამტკიცებენ მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 15 ივლისი 2020 წ. N6876-რს |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 7. საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების უფლებამოსილებანი1. საგზაო მოძრაობის უსაფრთხ
- მუხლი 9. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამები1. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსახორციელებლად იქმნება სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამები, რომლებ
- მუხლი 13. გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან დროებით შეწყვეტა1. გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან დროებით შეწყვეტა ხორციელდება:
- მუხლი 20. საგზაო მოძრაობის მონაწილის ზოგიერთი უფლება-მოვალეობა1. საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით:
- მუხლი 37. გაჩერება და დგომა
- მუხლი 38. ავტომაგისტრალი და სხვა მსგავსი გზა1. ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე:
- მუხლი 61. სასწავლო სვლა1. ამ მუხლის მიზნებისათვის ტერმინი „სატრანსპორტო საშუალება“ მოიცავს ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.07.2020.
- როდის იქნა მიღებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6876-რს. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.05.001.020139.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №6876-რს, 15.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 310150000.05.001.020139 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4917099/