„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№897-Vრს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
240080000.05.001.020382
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/08/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

Law of Georgia (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240080000.05.001.019981) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ9“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ9) სადამფუძნებლო დოკუმენტი − ერთობლივი საინვესტიციო ფონდის წესები ან საინვესტიციო კომპანიის სადამფუძნებლო შეთანხმება;“.

2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება ერთობლივ საინვესტიციო ფონდზე.“.

3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 31 პუნქტი:

„31. ღია ან ინტერვალური საინვესტიციო კომპანიის განთავსებული კაპიტალი არის განთავსებული ერთეულების წმინდა ღირებულებათა ჯამი.“;

ბ) მე-5 პუნქტი:

„5. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საინვესტიციო კომპანიაზე. ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო კომპანიაზე არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“−„გ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 28-ე მუხლის, 153-ე და 154-ე მუხლების, 156-ე მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებისა და 163-ე−171-ე და 225-ე მუხლების მოქმედება.“.

4. მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქციათა რეესტრის წარმოების წესები არ ვრცელდება სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმის მქონე საინვესტიციო კომპანიაზე. ამ მუხლის მე-2−მე-6 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების სამართლებრივი ფორმის მქონე საინვესტიციო კომპანიაზე.“.

5. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სადამფუძნებლო დოკუმენტს (საინვესტიციო კომპანიის სადამფუძნებლო შეთანხმებას) მასში შეტანილი ცვლილებების (მათი არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით;“.

6. მე-20 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ლიცენზიის მაძიებლის სადამფუძნებლო შეთანხმება მასში შეტანილი ცვლილებების (მათი არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით;“.

7. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველ კომპანიაზე.“.

8. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აქტივების მართვის უფლებამოსილების შეწყვეტა აქტივების მართვის შესახებ ხელშეკრულების, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის ან/და კანონის შესაბამისად;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 აგვისტო 2021 წ.

N897-Vრს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (8 მუხლი)

LAW OF GEORGIA ON INVESTMENT FUNDS

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.08.2021.
როდის იქნა მიღებული „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.08.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №897-Vრს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 240080000.05.001.020382.
რამდენი მუხლისგან შედგება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.08.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №897-Vრს-Xმპ, 02.08.2021, სარეგისტრაციო კოდი 240080000.05.001.020382 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.08.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5226514/