„დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№264-IIმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
450090050.05.001.102486
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/02/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

მუხლი 1. „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18.08.2014, სარეგისტრაციო კოდი: 450090050.05.001.017494) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დოკუმენტის მწარმოებელი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას (შემდგომ − ეროვნული ბიბლიოთეკა) გადასცემს ყველა სახეობის ბეჭდური დოკუმენტის 2 ეგზემპლარს ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში, აგრეთვე მისი ელექტრონული ვერსიის 1 ეგზემპლარს.“.

2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. გამოუცემელი დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემა

დისერტაციებს, ავტორეფერატებსა და დეპონირებულ სამეცნიერო შრომებს სავალდებულო ეგზემპლარის უფლებით ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცემენ საქართველოს შესაბამისი სამეცნიერო საბჭოები. ამასთანავე:

ა) დისერტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცემა 1 ეგზემპლარის ოდენობით და ელექტრონული ვერსიის სახით, სამეცნიერო ხარისხის მინიჭებიდან 30 დღის განმავლობაში;

ბ) ავტორეფერატი ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცემა 2 ეგზემპლარის ოდენობით და ელექტრონული ვერსიის სახით, სამეცნიერო ხარისხის მინიჭებიდან 30 დღის განმავლობაში;

გ) დეპონირებული სამეცნიერო შრომა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცემა შესაბამისი სამეცნიერო საბჭოს მიერ დეპონირებულ ნაშრომად აღიარებიდან 30 დღის განმავლობაში.“.

3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბრაილის შრიფტით ნაბეჭდი დოკუმენტი და ხმოვანი წიგნი გადაეცემა ეროვნულ ბიბლიოთეკას თითო ეგზემპლარის ოდენობით, ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში.“.

4. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. აუდიოვიზუალური ნაწარმოების სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემა

აუდიოვიზუალური ნაწარმოები გადაეცემა ეროვნულ ბიბლიოთეკას და საქართველოს ეროვნულ არქივს 2-2 ეგზემპლარის ოდენობით. ამასთანავე, აუდიონაწარმოები მათ გადაეცემა გამოსვლის დღეს, ფილმი და ვიდეოდოკუმენტი კი – კოპირებისთანავე.“.

5. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრონული გამოცემა გადაეცემა ეროვნულ ბიბლიოთეკას.“.

6. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უცხოეთში გამოცემული და საქართველოში შემოტანილი დოკუმენტი გადაეცემა ეროვნულ ბიბლიოთეკას 2 ეგზემპლარის ოდენობით, საქართველოში შემოტანის დღიდან 2 კვირის ვადაში.“.

7. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. საქართველოს ეროვნული საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდების მფლობელები

საქართველოს ეროვნული საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდები იქმნება ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს ეროვნულ არქივში.“.

8. მე-18 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი − ეროვნულ ბიბლიოთეკას.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 10 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

6 თებერვალი 2025 წ.

N264-IIმს-XIმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (7 მუხლი)

დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.02.2025.
როდის იქნა მიღებული „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.02.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №264-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 450090050.05.001.102486.
რამდენი მუხლისგან შედგება „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.02.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №264-IIმს-XIმპ, 06.02.2025, სარეგისტრაციო კოდი 450090050.05.001.102486 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.02.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6406778/