„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სპორტის სფეროში სახელმწიფო მართვის ორგანოა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო), რომლის კომპეტენცია მოცემულ სფეროში განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და აღნიშნული სამინისტროს დებულებით.“.
2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სამინისტროს კომპეტენცია სპორტის სფეროში
სპორტის სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სპორტის განვითარების ძირითადი მიმართულებების შემუშავება და განხორციელება;
ბ) ერის გაჯანსაღებისა და სპორტის განვითარების სახელმწიფო პროგრამების შემუშავება;
გ) სპორტის პრიორიტეტულ სახეობათა განსაზღვრა;
დ) სპორტის განვითარების მიზნით სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებებისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაში ხელის შეწყობა;
ე) საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
ვ) სპორტის სფეროში კადრების მომზადების, განაწილებისა და გადამზადების კოორდინაცია; სპორტის მუშაკთა ატესტაციის ორგანიზება და მათი პროფესიული დონის განსაზღვრა;
ზ) სპორტის სფეროს სამეცნიერო-მეთოდური უზრუნველყოფა; სამეცნიერო, სასწავლო და პოპულარული სპორტული ლიტერატურის გამოცემის ორგანიზება;
თ) სპორტის დაფინანსების სახელმწიფო ნორმატივების დადგენა;
ი) სპორტსმენთა, სპორტის სპეციალისტთა და სპორტის სხვა მუშაკთა წახალისების უზრუნველყოფა, მათი სახელმწიფო პრემიებსა და ჯილდოებზე წარდგენა;
კ) საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების დაუცველობისა და საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევის შემთხვევებში მარეგისტრირებელ ორგანოსთან ერთად ამ ფედერაციების ხელმძღვანელთა უფლებამოსილების შეჩერება საგანგებო ყრილობის მოწვევამდე.“.
3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აუცილებლობის შემთხვევაში სამინისტროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუძლია საზოგადოებრივ და სხვა არასახელმწიფო სპორტულ ორგანიზაციებს გადასცეს ცალკეული უფლებამოსილებები და გააკონტროლოს მათი განხორციელება.“.
4. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სეოკი ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან.“.
5. 91 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან.“.
6. მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას და ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს სამინისტროსთან.“.
7. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საგანმანათლებლო დაწესებულებებში (მიუხედავად პროფილისა და საკუთრების ფორმისა) სპორტი შედის ერთიან სასწავლო პროგრამაში, რომელსაც სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.“.
8. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სკოლისგარეშე გამაჯანსაღებელ და სპორტულ მუშაობას კოორდინაციას უწევს სამინისტრო.“.
9. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამხედრო მოსამსახურეების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირადი შემადგენლობების სპორტული მომზადების პროგრამებს განსაზღვრავენ შესაბამისი ორგანოები სამინისტროსთან შეთანხმებით.“.
10. მე-19 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უმაღლესი კვალიფიკაციის სპორტსმენთა მოსამზადებლად იქმნება სპეციალიზებული დაწესებულებები, რომელთა სტრუქტურასა და სტატუსს განსაზღვრავენ სამინისტრო და საქართველოს შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაცია.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის შემადგენლობაში მყოფ სპორტსმენთა სპორტული შეჯიბრებისთვის მომზადება ხდება სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით.“.
11. 23-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სპორტული ორგანიზაციების წინადადების საფუძველზე სპორტის სფეროში სახელმწიფო სახსრებს ანაწილებს სამინისტრო.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სპორტის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ სახსრებს სამინისტროებსა და უწყებებზე ანაწილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სამინისტროს წარდგინებით.“.
12. 24-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სპორტული ბაზის ფუნქციის შეცვლა სამინისტროსთან შეუთანხმებლად;“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამინისტრო აკონტროლებს სახელმწიფო სპორტულ ნაგებობათა მიზნობრივად გამოყენებას.“.
13. 25-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სპორტსმენი სპორტის სფეროს სპეციალისტად მუშაობისთვის სავალდებულო ატესტაციას გადის სამინისტროს და საქართველოს შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციის მიერ დადგენილი წესით.
6. სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს სპორტის განვითარების სახელმწიფო პროგრამების მეცნიერულ უზრუნველყოფას სპორტის სფეროში წამყვანი სამეცნიერო ცენტრების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დახმარებით.“.
14. 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამინისტრო ამტკიცებს სპორტის სფეროში საპატიო წოდებებს და განსაზღვრავს საერთაშორისო და ეროვნულ ჩემპიონატებში გამარჯვებულებისა და რეკორდსმენების სპორტული ჯილდოების ნუსხას.
3. სპორტის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და უმაღლესი სპორტული მიღწევებისთვის სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და სპორტის სხვა მუშაკებს სახელმწიფო პრემიებსა და ჯილდოებზე წარადგენს სამინისტრო.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 16 მარტი 2021 წ. N343-IVმს-Xმპ |