„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 13 აპრილის №1-1/201 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/201
სარეგისტრაციო კოდი
010240070.22.024.016741
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/05/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/201

2022 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 13 აპრილის №1-1/201 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 13 აპრილის №1-1/201 ბრძანებაში (ვებგვერდი, 20/04/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010240070.22.024.016441) შეტანილ იქნას ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების:

1. მე-2 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები“;

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის ძირითადი მიზანია დამოუკიდებელი და ობიექტური მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობის გაწევის გზით ხელი შეუწყოს სამინისტროს სისტემას დასახული მიზნების მიღწევაში. რისთვისაც ის სისტემატიზებული, დისციპლინირებული და ორგანიზებული მიდგომით აანალიზებს და აფასებს სამინისტროს სისტემაში რისკის მართვის, კონტროლის და მმართველობითი პროცესების ეფექტიანობას.“;

3. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობის გზით, შემდეგი მიმართულებით:“;

4. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს „ბ.ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ვ1“ ქვეპუნქტი:

„ბ.ვ1) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით მხილების განცხადებებზე რეაგირება;“;

5. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს სისტემაში განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება/მარწმუნებელი საქმიანობა აუდიტის შემდეგი სახეების საშუალებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ა1“, „ა2“ და „ა3“ ქვეპუნქტები:

„ა1) განახორციელოს საკონსულტაციო საქმიანობა, რაც გულისხმობს მომსახურებას, რომლის ხასიათი და მასშტაბი შეთანხმებულია ობიექტთან და ემსახურება დაწესებულების რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების გაუმჯობესებასა და დამატებითი ღირებულების შექმნას, შიდა აუდიტორის მიერ მენეჯერული პასუხისმგებლობის აღების გარეშე. საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს კონსულტაციის გაწევას, რჩევის მიცემას, ტრენინგს, ფასილიტაციას;

2) განახორციელოს მარწმუნებელი საქმიანობა იმ სფეროში, რომელზეც მანამდე გაწეული აქვს საკონსულტაციო საქმიანობა იმ პირობით, რომ საკონსულტაციო საქმიანობის ხასიათი საფრთხეს არ შეუქმნის ობიექტურობის დაცვას;

3) საკონსულტაციო საქმიანობის გაწევამდე მოახდინოს შეთანხმება კონსულტაციის მიმღებთან მომსახურების მიზნებზე, მასშტაბზე, პასუხისმგებლობებზე და სხვა საკითხებზე, საკონსულტაციო პროცედურების შესაბამისად;“.

6. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად, დეპარტამენტი ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს და მოიცავს შიდა აუდიტის პროცესს, მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს;“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დეპარტამენტი საბოლოო სახით აყალიბებს შიდა აუდიტორულ ანგარიშს და შიდა აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად უგზავნის მინისტრს, შესაბამისი რეაგირებისთვის;

7. თუ დეპარტამენტი და შიდა აუდიტის ობიექტი ვერ თანხმდებიან საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტი შეუთანხმებელ რეკომენდაციებს უგზავნის მინისტრს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც გონივრულ ვადაში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.“;

7. მე-14 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) საკონსულტაციო საქმიანობა, საერთაშორისო სტანდარტებისა და დეპარტამენტის მიერ შემუშავებული საკონსულტაციო საქმიანობის პროცედურის შესაბამისად;“;

ბ) მე-2 პუნქტს „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით მხილების განცხადებებზე რეაგირება;“.

8. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტს:

ა) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) შეიმუშავებს დეპარტამენტის მიერ მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ პროცედურებს;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) დეპარტამენტის საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით, შეიმუშავებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას და უზრუნველყოფს მის განხორციელებას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი