„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის №1-1/1439 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/156 |
|
2023 წლის 18 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის №1-1/1439 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 10.07.2012, 040030000.22.024.016187) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (შემდგომში – აკადემია) არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა წესრიგდება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ წესდებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“. 2. მე-4 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სტუდენტის ინტერესების, შესაძლებლობების, საგანმანათლებლო სფეროში აღიარებული სტანდარტების შესაბამისი აკადემიური უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; გ) მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი სასწავლო და საწვრთნელი პროგრამების/კურსების განხორციელება;“. 3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკადემიის მართვის ორგანო/მმართველი სუბიექტები არიან: აკადემიის რექტორი, რექტორატი, სენატი“. 4. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დამხმარე სტრუქტურული ერთეულებია: ა) განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური; ბ) ISO შესაბამისობის სამსახური; გ) რექტორის ოფისი; დ) სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი; ე) იურიდიული დეპარტამენტი; ვ) საგარეო ურთიერთობებისა და კარიერული მხარდაჭერის დეპარტამენტი; ზ) ღონისძიებების მართვისა და სტუდენტთა სერვისების დეპარტამენტი; თ) ინფრასტრუქტურის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი; ი) ციფრული სერვისების განვითარების სამსახური; კ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; ლ) ფინანსების მართვის სამსახური; მ) კანცელარია; ნ) საგამოცდო ცენტრი.“. 5. 61 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) უმაღლესი/პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობასა და ღიაობას, უმაღლესი/პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში, აკადემიის მართვის გამჭვირვალობას, უმაღლესი/პროფესიული განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის, რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“. 6. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკადემიას ხელმძღვანელობს აკადემიის რექტორი, რომელიც იმავდროულად არის რექტორატის თავმჯდომარე და მართვის სისტემების ცენტრის ხელმძღვანელი.“. 7. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 8. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შ) სენატის წარდგინებით ანიჭებს საპატიო წოდებებს;“. ბ) „ჩ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ1“ და „ჩ2„ ქვეპუნქტები: „ჩ1) დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულების წარდგინებით ამტკიცებს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებს; ჩ2) დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულების წარდგინებით, კანონმდებლობით დამტკიცებული წესით, ამტკიცებს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან შეთანხმებულ საწვრთნელ კურსებს;“. 9. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სენატი არის აკადემიის კოლეგიური წარმომადგენლობითი მართვის ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის სენატის სპიკერი, აკადემიის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ხელმძღვანელები, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების 3-3 წარმომადგენელი, მათ შორის, თითო სტუდენტი ყოველი ფაკულტეტიდან.“. ბ) მე-7 პუნქტის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნისათვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;“. ბ.ბ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ირჩევს აკადემიის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს;“ „ი) წარადგენს დასაბუთებულ წინადადებებს ფაკულტეტის დეკანის, აკადემიის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის და ფაკულტეტის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის წესსა და საარჩევნო პროცედურაში ცვლილებების თაობაზე;“. გ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) აკადემიის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო საქმიანობის შეფასების წესს;“. დ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს მოისმენს აკადემიის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ანგარიშს“. 10. მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 11. 81 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რექტორატი არის აკადემიის აღმასრულებელი რგოლის კოლეგიალური მართვის ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის: რექტორი, ვიცე-რექტორი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ხელმძღვანელები, აკადემიის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფოთის ფილიალის – ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრის უფროსი, მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრის უფროსი, პროფესიული მომზადების ცენტრის უფროსი, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი და სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე/დირექტორის მოადგილე.“. 12. 81 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 13. 81 მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ყოველი წლის ბოლოს განიხილავს სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს, გარდა აკადემიის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ანგარიშისა.“. 14. 81 მუხლის მე-4 პუნქტის „ლ“, „მ“, „პ“ და „ტ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 15. 82 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 16. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მართვის სისტემების ცენტრი 1. აკადემიის საქმიანობის ხარისხის მართვის სისტემის შემუშავების, დანერგვის, განახლებისა და სისტემატური შეფასების მიზნით მოქმედებს მართვის სისტემების ცენტრი, რომელსაც ხელმძღვანელობს რექტორი. 2. ცენტრის შემადგენლობაში შედის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ISO შესაბამისობის სამსახური. ცენტრის სტრუქტურა განისაზღვრება რექტორის მიერ დამტკიცებული დებულებით. 3. ცენტრი თავისი საქმიანობის ფარგლებში: ა) სისტემატურად აფასებს აკადემიაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესებს; ბ) უზრუნველყოფს აკადემიაში სწავლების ხარისხს სწავლის, სწავლებისა და შეფასების ახალი მეთოდების შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობით; გ) კოორდინაციას და მუდმივ მონიტორინგს უწევს აკადემიის ავტორიზაციასა და საგანამანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; დ) მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზების წესების ჩამოსაყალიბებლად; ე) განსაზღვრავს ხარისხის კონტროლის კრიტერიუმებსა და მათი გამოყენების მეთოდიკას, რომლითაც ხელმძღვანელობს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, ISO შესაბამისობის სამსახური, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურები; ვ) შეიმუშავებს შეფასების შიდა და გარე პროცედურებს, რომელთა მიზანია აკადემიაში სწავლებისა და აკადემიის მართვის ხარისხის გაუმჯობესება; ზ) შეიმუშავებს და უზრუნველყოფს აკადემიის მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების მონიტორინგსა და ანალიზს; თ) უზრუნველყოფს აკადემიის სტრუქტურული ერთეულების შიდა აუდიტის განხორციელებასა და შედეგების ანალიზს; ი) შეიმუშავებს აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს სენატს. შეფასების წესი უნდა ეყრდნობოდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს. ზ) ახორციელებს კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. აკადემიის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ირჩევს სენატი დადგენილი წესის შესაბამისად. 5. აკადემიის ISO შესაბამისობის სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ნიშნავს რექტორი.“. 17 . 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ადმინისტრაციულ თანამდებობებს განეკუთვნება: რექტორი, ვიცე-რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, აკადემიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, აკადემიის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და ISO შესაბამისობის სამსახურის უფროსი, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეები. დამხმარე პერსონალს განეკუთვნება ყველა დასაქმებული, რომელიც არ არის აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის პირი.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|