„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის N192/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის
ბრძანება №01-23/ნ
2011 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის №192/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის №192/ნ ბრძანებით (სსმ III, 30.06.2010, №76, მუხ.1113) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დაზღვევის სუბიექტებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებით მედიატორის როლის შესრულება და რეკომენდაციების მომზადება;
ბ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში, დაზღვევის სუბიექტებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით სახელმწ ი ფო პროგრამების განხორციელების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება და სამინისტროსათვის წარდგენა;
გ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში, ვაუჩერის/კონკურსის პირობებით გათვალისწინებულ ვალდებულებების სისტემატური და უხეში დარღვევის შესახებ წინადადებების მომზადება და სამინისტროსათვის წარდგენა;“.
2. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში მზღვეველსა და სამედიცინო პროვაიდერს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, მედიატორის ფუნქციის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.“.
3. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დაზღვევის სუბიექტების, ასევე დაზღვევ ი ს სუბიექტის სამედიცინო პროვაიდერის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;“.
4. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დავების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება (რეკომენდაციების სახით), მედიატორის ფუნქციის განხორციელება ისეთი სახის ურთერთობებში, რომელიც წარმოიშობა:
ა.ა) დაზღვეულ მოსახლეობასა და სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის;
ა.ბ) დაზღვეულ მოსახლეობასა და სადაზღვევო ორგანიზაციის პროვაიდერ კლინიკას შორის;
ა.გ) სადაზღვევო ორგანიზაციასა და სადაზღვევო ორგანიზაციის პროვაიდერ კლინიას შორის.
ბ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დაზღვევის ურთიერთობებში მონაწილე მხარეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, რაც უკავშირდება სამედიცინო სერვისის მიწოდებისა და მისი დაფინანსების საკითხებს;“.
5. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სამსახურის მართვა და სტრუქტურა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს დირექტორი.
2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებად იქმნება მუდმივმოქმედი საკონსულტაციო ორგანო – მედიაციის საბჭო.
3. სამსახურს შეიძლება ჰყავდეს ტერიტორიული ორგანოები. სამსახურის საშტატო ნუსხას, დირექტორის წარდგინებით და სამინისტროს თანხმობით, ამტკიცებს დირექტორი.“.
6. მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მედიაციის საბჭო
1. მედიაციის საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების, მისი დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, შექმნილ მუდმივმოქმედ საკონსულტაციო ორგანოს.
2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან სადაზღვევო სექტორი და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები. ასევე შესაძლებელია შედიოდნენ სხვა დაინტერესებული მხარეებიც. საბჭოს შემადგენლობა შესაბამისი წარდგინების საფუძველზე განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 6. საბჭოს ფუნქციები
1. საბჭო:
ა) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების გაუმჯობესებასთან, აგრეთვე სადაზღვევო პროგრამების მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეებისაგან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე;
ბ) შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დაზღვეულ მოსახლეობას, მზღვეველის პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებასა და სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის წარმოშობილი დავების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე;
გ) მონაწილეობს სამსახურის ძირითადი ფუნქციისა და ამოცანების მისაღწევად მედიაციის ფუნქციის შესრულების პროცესში.
დ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საბჭოს სხდომა მოიწვევა ერთ-ერთი წევრის ან სამსახურის დირექტორის ინიციატივით.
3. საბჭოს სხდომების მომზადებას უზრუნველყოფს და სხდომებს წარმართავს საბჭოს მდივანი.
4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით.
5. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს მდივანი.
6. საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურებისათვის არ გამოიყენება სამსახურისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები. გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნეს მინისტრთან შეთანხმებით.“.
7. მე-7 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. დირექტორი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).“.
8. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
9. მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის დირექტორი მოქმედებს კანონით, ამ დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში და პერსონალურად აგებს პასუხს სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.
4. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობებს ასრულებს მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დირექტორის მოადგილე.“.
10. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
11. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სამინისტროს თანხმობით ამტკიცებს სამსახურის სახელფასო ფონდსა და საშტატო განრიგს;
ვ) მინისტრის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორის მოადგილე(ებ)ს.“.
12. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს „ვ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ვ1) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს. სამსახურის თანამშრომელთა მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;“.
14. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ამტკიცებს სამსახურის საქმიანობისათვის საჭირო წესებსა და ფორმებს, სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს;“.
15. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გასაფორმებელ შეთანხმებებს;“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 სამუშაო დღეს.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ი. გიორგობიანი