“საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 სექტემბრის №234 ბრძანებით დამტკიცებყლ “კომერციული ბაკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.006.734
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №212
2004 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 სექტემბრის №234 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხ-ლებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 და მე-15 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 სექტემბრის №234 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულებაში” (სსმ III, 2002 წ., №96, მუხ. 833) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ” ქვეპუნქტი:
„დ) ბანკის ის სტრუქტურული ერთეული (ან თანამდებობა), რომელიც პასუხისმგებელი იქნება ადმინისტრატორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურების დაცვისათვის.“.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ადმინისტრატორის თანამდებობაზე დანიშვნამდე პირის შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით იქონიოს დასანიშნი პირის შესახებ ამ დებულებით დადგენილი დოკუმენტაცია და უზრუნველყოს მასში არსებული ინფორმაციის უტყუარობისა და სიზუსტის დეტალური შემოწმება;
ბ) ბანკის ადმინისტრატორად დანიშვნამდე განსაზღვროს აკმაყოფილებს თუ არა დასანიშნი პირი ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებს“.
3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბანკის ადმინისტრატორის თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი არის:
ა) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისათვის – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის თარიღი;
ბ) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციას არდაქვემდებარებული პირებისათვის – ბანკის შესაბამისი დოკუმენტის (ოქმი, ბრძანება და სხვ.) გამოცემის თარიღი.“.
4. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ადმინისტრატორის კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელ ინფორმაციას (დანიშვნის თარიღისათვის განახლებული კადრების აღრიცხვის ფურცელი, ამონაწერი შრომის წიგნაკიდან და/ან წინა სამუშაო ადგილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები)“.
5. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ” და „ზ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) 2 სარეკომენდაციო წერილს (გაცემულს იმ პირთა მიერ, რომლებთანაც მუშაობდა პირი);
ზ) ცნობას ნასამართლობის შესახებ რეზიდენტი პირებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ხოლო არარეზიდენტი პირებისათვის შესაბამისი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოდან, ლეგალიზებულს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.
6. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ” და „ი” ქვეპუნქტები:
„თ) ბანკის სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებას ადმინისტრატორის დანიშვნის შესახებ;
ი) შესაბამის სასამართლო დადგენილებას ან/და სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირების შესახებ, ხოლო ბანკის შესაბამის დოკუმენტს (ოქმი, ბრძანება და სხვ.) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციას არდაქვემდებარებული პირების შესახებ.“.
7. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ბანკის სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭომ ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს:
ა) ყოველწლიურად 31 იანვრამდე ინფორმაცია მოქმედი ადმინისტრატორების ვალების შესახებ 1 იანვრის მდგომარეობით;
ბ) მოქმედი ადმინისტრატორების მიერ თანამდებობაზე დანიშვნის შემდგომ პერიოდში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრეზიდენტის მოვალეობის
შემსრულებელი ი. ვახტანგიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 სექტემბრის №234 ბრძანებით დამტკიცებყლ “კომერციული ბაკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”?
- დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება “საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 სექტემბრის №234 ბრძანებით დამტკიცებყლ “კომერციული ბაკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.09.2004.
- როდის იქნა მიღებული “საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 სექტემბრის №234 ბრძანებით დამტკიცებყლ “კომერციული ბაკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”?
- “საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 სექტემბრის №234 ბრძანებით დამტკიცებყლ “კომერციული ბაკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” მიღებულია 30.09.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №212. სარეგისტრაციო კოდი — 220.020.000.18.011.006.734.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 სექტემბრის №234 ბრძანებით დამტკიცებყლ “კომერციული ბაკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 სექტემბრის №234 ბრძანებით დამტკიცებყლ “კომერციული ბაკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.09.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება “საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 სექტემბრის №234 ბრძანებით დამტკიცებყლ “კომერციული ბაკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, №212, 30.09.2004, სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.006.734 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/58678/