„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№844
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.017335
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/07/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №844

2022 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.07.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016589) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი მომსახურებების, ახალი და ინოვაციური, მათ შორის, იუსტიციის სახლის საკუთარი სერვისების შეთავაზება;“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ4“ ქვეპუნქტი:

„ბ4) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების მიწოდების გაუმჯობესებისა და სრულყოფის, ასევე, იუსტიციის სახლის ცნობადობის გაზრდის მიზნით, მომხმარებლებისთვის იუსტიციის სახლის საკუთარი სერვისების შეთავაზება;“.

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

მუხლი 31. იუსტიციის სახლის საკუთარი სერვისები

იუსტიციის სახლის საკუთარი სერვისებია:

ა) სპეციალური სარიტუალო მომსახურება − ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება;

ბ) შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურება − შენობის გარეთ ქორწინების რიტუალის ჩატარება.“.

4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს 3 მოადგილე, რომლებსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.“.

5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იუსტიციის სახლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) მარკეტინგისა და მომსახურების განვითარების სამსახური;

ბ) ხარისხის მართვის სამსახური;

გ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

დ) შესყიდვების სამსახური; 

ე) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოჯისტიკის სამსახური;

ვ) საზოგადოებრივი ცენტრების კოორდინაციის სამსახური;

ზ) ქორწინების სერვისების მართვისა და კოორდინაციის სამსახური, რომლის სტრუქტურული ერთეულებია (ქორწინების სახლებია):

ზ.ა) ქ. თბილისის №1 ქორწინების სახლი;

ზ.ბ) ქ. თბილისის №2 ქორწინების სახლი;

ზ.გ) ქ. თბილისის №3 ქორწინების სახლი;

ზ.დ) ქ. რუსთავის ქორწინების სახლი;

ზ.ე) ქ. ქუთაისის ქორწინების სახლი;

ზ.ვ) ქ. ბათუმის ქორწინების სახლი;

თ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

ი) ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური;

კ) შიდა აუდიტის სამსახური;

ლ) სატელეფონო ცენტრი.“.

6. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) ამტკიცებს იუსტიციის სახლის საკუთარი სერვისების მიწოდების წესსა და პირობებს;“;

ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების კოორდინირებულ საქმიანობას;“.

7. მე-8 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციების შესრულებაზე და კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.“;

გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც, მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.

4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე ან აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამშრომელი.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის ფუნქციებია:

ა) სტრუქტურული ქვედანაყოფის წლიური სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;

ბ) განხორციელებული საქმიანობის ანალიზი, სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის გაუმჯობესების გზების ძიება და წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

გ) ადამიანური რესურსის საჭიროების განსაზღვრა, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება და კანდიდატთა შერჩევის პროცესში ჩართულობა;

დ) სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებულ კორესპონდენციებზე და საკითხებზე დროული, ადეკვატური რეაგირება და მომხმარებლის ინტერესზე მორგებული გამოსავლის ძიება კანონით დადგენილ ფარგლებში;

ე) სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციების ფარგლებში მესამე პირებთან ურთიერთობა;

ვ) სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;

ზ) სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის მუშაობის ეფექტურობის გაზრდისკენ მიმართული პროექტების ინიციირება;

თ) იუსტიციის სახლის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან თანამშრომლობა მათ ფუნქციებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;

ი) დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შორის მოვალეობების გადანაწილება და მათ მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების კონტროლი;

კ) სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებული დოკუმენტების ვიზირება;

ლ) კანონმდებლობით და აღმასრულებელი დირექტორის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“;

ე) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 5 1 პუნქტი:

„51. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის ფუნქციებია:

ა) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით პრიორიტეტების განსაზღვრა, კოორდინაცია და მათი შესრულების კონტროლი;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის წარდგენა სხვა უწყებებთან ან/და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში მომზადებული დოკუმენტების ვიზირება;

დ) სამსახურის უფროსის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრულება.“.

8. მე-10 მუხლის „ზ“−„ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ტერიტორიული ორგანოებიდან, ქორწინების სახლებიდან და სატელეფონო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

თ) იუსტიციის სახლში არსებული სერვისების შეუფერხებლად მიწოდების მონიტორინგი, ამ მიზნით სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი;

ი) მომსახურების პროცესში ერთიანი მიდგომებისა და სტანდარტიზებული პროცედურების დანერგვის მიზნით, ტერიტორიული ორგანოების, ქორწინების სახლებისა და სატელეფონო ცენტრისთვის მითითებებისა და ინსტრუქციების მიწოდება;“.

9. მე-14 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იუსტიციის სახლის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის, შენახვის და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა, ასევე, ქორწინების სახლებისა და ტერიტორიული ორგანოების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია მაღალი ხარისხის სერვისის მისაწოდებლად;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) იუსტიციის სახლის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საჭირო ნივთებით მომარაგება;“.

10. 15 1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საზოგადოებრივი ცენტრების ხელმძღვანელობა და მიმდინარე საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფა, ასევე, სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის გამართული კავშირისა და ურთიერთობის უზრუნველყოფა;“.

11. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 15 2 მუხლი:

მუხლი 152. ქორწინების სერვისების მართვისა და კოორდინაციის სამსახური

1. ქორწინების სერვისების მართვისა და კოორდინაციის სამსახურის ფუნქციებია:

ა) სპეციალური სარიტუალო მომსახურებისა და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურების სერვისის მართვა და კოორდინაცია;

ბ) სპეციალური სარიტუალო მომსახურებისა და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა;

გ) სპეციალური სარიტუალო მომსახურებისა და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურების სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობის გაუმჯობესებისთვის საჭირო წინადადებების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, პრობლემების/საჭიროებების იდენტიფიცირება და აღნიშნულის შესახებ შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის დროული ინფორმირება;

ე) ქორწინების სახლებს, ტერიტორიულ ორგანოებსა და სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის გამართული კავშირისა და ურთიერთობის უზრუნველყოფა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ტრენინგების საჭიროების იდენტიფიცირება და ინფორმაციის უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის მიწოდება.

2. ქორწინების სერვისების მართვისა და კოორდინაციის სამსახური ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციას ახორციელებს ქორწინების სახლების მეშვეობით.

3. ქორწინების სახლის ფუნქციებია:

ა) უფლებამოსილების ფარგლებში სპეციალური სარიტუალო მომსახურებისა და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების მიღება;

ბ) სპეციალური სარიტუალო მომსახურებისა და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურების გაწევა;

გ) მომსახურებებთან დაკავშირებით მიღებული კორესპონდენციის, განცხადებისა და განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების სკანირება, შესაბამის ელექტრონულ პროგრამებში ატვირთვა და უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდება ელექტრონული ფორმით;

დ) მომსახურებებთან დაკავშირებით მიღებული მატერიალური დოკუმენტების აღრიცხვა, დახარისხება, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემა;

ე) უფლებამოსილ პირთათვის შესაბამისი ორგანოს მიერ გასაცემი დოკუმენტების ან/და მიღებული გადაწყვეტილების გადაცემა;

ვ) უფლებამოსილების ფარგლებში გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით მომხმარებლისათვის ინფორმაციის გადაცემა და კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;

ზ) კანონმდებლობით და აღმასრულებელი დირექტორის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებისა და ფუნქციების განხორციელება.“.

12. 16 1 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იუსტიციის სახლის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადების კოორდინირება;“;

ბ) „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მათ შესახებ იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების დროული ინფორმირება;

უ) ტერიტორიული ორგანოების, სატელეფონო ცენტრისა და ქორწინების სახლების ფუნქციების შესასრულებლად სიახლეების, პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის, ინსტრუქციებისა და მითითებების დროული მიწოდება;“;

გ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ორგანიზაციული მხარდაჭერა.“.

13. 162 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იუსტიციის სახლის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება/მონიტორინგი;“.

14. 16 3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იუსტიციის სახლში არსებულ სერვისებთან დაკავშირებით სატელეფონო და ონლაინკომუნიკაციის საშუალებებით კვალიფიციური, მარტივად გასაგები, მაღალი ხარისხის საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურება სატელეფონო მომსახურების ხარისხის სტანდარტის და იუსტიციის სახლის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად;“.

15. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა 1“ ქვეპუნქტი:

„ა1) სპეციალური სარიტუალო მომსახურებისა და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურების გაწევა;“.

16. 26 3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა 1“ ქვეპუნქტი:

„ა1) სპეციალური სარიტუალო მომსახურებისა და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურების გაწევა;“.

17. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 26 6 მუხლი:

მუხლი 266. ქორწინების სახლის ხელმძღვანელობა

1. ქორწინების სახლს ხელმძღვანელობს მენეჯერი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი. მენეჯერის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამშრომელი.

2. ქორწინების სახლში მომხმარებლების მომსახურება ხორციელდება მენეჯერებისა და უფროსი სპეციალისტების მეშვეობით.

3. ქორწინების სახლის მენეჯერის ფუნქციებია:

ა) ქორწინების სახლის საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;

ბ) ქორწინების სახლის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანალიზი;

გ) ადამიანური რესურსის საჭიროების განსაზღვრა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება;

დ) დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შორის მოვალეობების გადანაწილება და მათ მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების კონტროლი;

ე) კანონმდებლობით და აღმასრულებელი დირექტორის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“.

18. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ 1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) იუსტიციის სახლის საკუთარი სერვისებისთვის დაწესებული საფასურიდან და საკუთარი სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავალი;“.

19. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 28 1 მუხლი:

მუხლი 281. იუსტიციის სახლის საკუთარ სერვისებთან დაკავშირებული მომსახურებების საფასური

იუსტიციის სახლის საკუთარ სერვისებთან დაკავშირებული მომსახურებების საფასური განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად:

ა) საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

ბ) იუსტიციის სახლსა და დაინტერესებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.“.

 

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებისთვის საჭირო ღონისძიებათა კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – იუსტიციის სახლს.

 

მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი და მე-7 პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მათი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე;

ბ) პირველი−მე-3 პუნქტები, მე-5 და მე-6 პუნქტები, მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები, აგრეთვე მე-8−მე-19 პუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე