„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს ბრძანება №228 |
|
2017 წლის 3 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (www.matsne.gov.ge), 04/05/2016, 040150000.22.027.016638) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საინფორმაციო სამსახური;“; ბ) „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი: „უ) პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახური.“. 2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე.“. 3. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი: „ლ1) ავტორიზებულ პირთა სწავლებისათვის საჭირო მასალების მომზადება, სასწავლო ღონისძიებების ჩატარება/ორგანიზება და უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში ავტორიზებული პირების შესაბამისი ინსტრუქციებით უზრუნველყოფა;“. 4. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) სააგენტოს მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში, დასახლებებსა და დასახლებების უბნებში მომსახურების პუნქტების რაოდენობის გაზრდის ხელშეწყობა;“. 5. 25-ე და 26-ე მუხლები ამოღებულ იქნეს. 6. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 291 მუხლი: „მუხლი 291. პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახური 1. სამსახურის მიზანია სააგენტოში ახალი პროექტების ინიციირება, დაგეგმვა და მათი მიმდინარეობის კოორდინაცია/მონიტორინგი, აგრეთვე სააგენტოს სერვისების განვითარება და პოპულარიზაცია. 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) ახალი პროდუქტების გაყიდვის სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა; ბ) შემოსავლის გენერირების მიზნით, სააგენტოს პროდუქტების გაყიდვის შესაძლებლობების კვლევა, ანალიზი და შესაბამისი წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; გ) ახალი მომსახურების დანერგვა, აგრეთვე არსებული მომსახურების დახვეწა; დ) ახალი პროექტების დაგეგმვა, მათი მიზნების განსაზღვრა, განხორციელების ზედამხედველობა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება; ე) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი პროექტების ინიციირება, მიმდინარე პროექტების კოორდინაცია/მონიტორინგი; ვ) პროექტების ფინანსური ხარჯების შესახებ ინფორმაციის მომზადება; ზ) პროექტის დადგენილ ვადაში განხორციელების უზრუნველყოფა; თ) პროექტების თაობაზე პრეზენტაციის/მოხსენების მომზადება; ი) მომსახურების გამარტივების მიზნით, სახელმწიფო და კერძო სექტორებთან თანამშრომლობა, მათთან მემორანდუმების/ხელშეკრულებების გაფორმება, დადებული მემორანდუმების/ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი; ავტორიზებული პირებისთვის დელეგირებული უფლებამოსილების შესრულების ზედამხედველობა; ლ) მომსახურების პროცესის დაკვირვება, არსებული ხარვეზების დროული იდენტიფიცირება, ანალიზი და გადაწყვეტის გზების მოძიება; მ) უფლებამოსილების ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება; ნ) შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული თუ ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტალის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
|
|