„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს ბრძანება №131 |
|
2016 წლის 9 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 25.07.2015 წ., 040030000.22.027.016589) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს 3 მოადგილე (ოპერაციების დირექტორი, ფინანსების დირექტორი და ადმინისტრაციის დირექტორი), რომლებსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.“. 2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. იუსტიციის სახლის სტრუქტურა 1. იუსტიციის სახლი მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა (სამსახურები) და ტერიტორიული ორგანოების (ფილიალები) მეშვეობით. 2. იუსტიციის სახლის სამსახურებია: ა) მომსახურების განვითარებისა და გაყიდვების სამსახური; ბ) ხარისხის მართვის სამსახური; გ) კოორდინაციის სამსახური; დ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; ე) შესყიდვების სამსახური; ვ) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოჯისტიკის სამსახური; ზ) მარკეტინგული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; თ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; ი) ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური; კ) შიდა აუდიტის სამსახური; ლ) სატელეფონო ცენტრი. 3. იუსტიციის სახლის ფილიალებია: ა) ახალქალაქის იუსტიციის სახლი; ბ) ახალციხის იუსტიცის სახლი; გ) ბათუმის იუსტიციის სახლი; დ) ბორჯომის იუსტიციის სახლი; ე) გურჯაანის იუსტიციის სახლი; ვ) გორის იუსტიციის სახლი; ზ) ზუგდიდის იუსტიციის სახლი; თ) თბილისის იუსტიციის სახლი; ი) თელავის იუსტიციის სახლი; კ) თიანეთის იუსტიციის სახლი; ლ) ლაგოდეხის იუსტიციის სახლი; მ) მარნეულის იუსტიციის სახლი; ნ) მესტიის იუსტიციის სახლი; ო) ოზურგეთის იუსტიციის სახლი; პ) ონის იუსტიციის სახლი; ჟ) რუსთავის იუსტიციის სახლი; რ) ფოთის იუსტიციის სახლი; ს) ქუთაისის იუსტიციის სახლი; ტ) ყაზბეგის იუსტიციის სახლი; უ) ყვარლის იუსტიციის სახლი.“. 3. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს. 4. მე-7 მუხლის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ამტკიცებს იუსტიციის სახლის საქმიანობის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას; უზრუნველყოფს იუსტიციის სახლის სტრატეგიული მიზნების და ამოცანების განხორციელებას და იუსტიციის სახლის საქმიანობის შესაბამისობას სტრატეგიულ მიზნებთან;“; ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) უზრუნველყოფს სამსახურებისა და ფილიალების კოორდინირებულ საქმიანობას;“. 5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი. 2. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის ფუნქციების შესრულებაზე და კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე. 3. სამსახურის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი. სამსახურის უფროსის მოადგილე (მოადგილეები) ასრულებს უფროსის მიერ განსაზღვრულ ფუნქციებს. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამსახურის უფროსის მოადგილე (ერთ-ერთი მოადგილე) ან აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამშრომელი. 5. სამსახურის უფროსის ფუნქციებია: ა) სამსახურის წლიური სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა; ბ) განხორციელებული საქმიანობის ანალიზი, სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების გზების ძიება და წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; გ) ადამიანური რესურსის საჭიროების განსაზღვრა, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება და კანდიდატთა შერჩევის პროცესში ჩართულობა; დ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ კორესპონდენციებზე და საკითხებზე დროული, ადეკვატური რეაგირება და მომხმარებლის ინტერესზე მორგებული გამოსავლის ძიება კანონით დადგენილ ფარგლებში; ე) სამსახურის ფუნქციების ფარგლებში მესამე პირებთან ურთიერთობა; ვ) სამსახურის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; ზ) სამსახურის საქმიანობის მუშაობის ეფექტურობის გაზრდისკენ მიმართული პროექტების ინიციირება; თ) იუსტიციის სახლის სხვა სამსახურებთან და ფილიალებთან თანამშრომლობა მათ ფუნქციებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით; ი) დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შორის მოვალეობების გადანაწილება და მათ მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების კონტროლი; კ) სამსახურში მომზადებული დოკუმენტების ვიზირება; ლ) კანონმდებლობით და აღმასრულებელი დირექტორის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 6. სამსახურის შემადგენლობაში შედიან მრჩევლები; სამსახურის შემადგენლობაში ასევე შესაძლებელია შედიოდნენ სპეციალისტები. სატელეფონო ცენტრის შემადგენლობაში შედიან ოპერატორები და კოორდინატორები.“. 6. 81 მუხლი ამოღებულ იქნეს. 7. მე-9 – მე-16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მომსახურების განვითარებისა და გაყიდვების სამსახური მომსახურების განვითარებისა და გაყიდვების სამსახურის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლის სტრატეგიული მიზნების შესაბამისად მომსახურების განვითარებაზე ზრუნვა; ბ) სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო დაწესებულების სერვისების იუსტიციის სახლში დანერგვის უზრუნველყოფა; გ) მომსახურების განვითარებისა და ინოვაციების მართვის მიმართულებით, იუსტიციის სახლის შესაძლებლობების გამოსავლენად და გამოვლენილი შესაძლებლობების განხორციელების მიზნით მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება და მისი განვითარება; დ) მომსახურების განვითარებისა და ინოვაციების დანერგვის მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის კვლევა; ე) იუსტიციის სახლში დასანერგი სერვისების წინასწარი ფინანსური ანალიზი, ბიუჯეტის ფორმირების მიზნით სათანადო ინფორმაციის შეგროვება, პროგნოზირება, შესაბამისი პროექტის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ვ) ახალი მომსახურებისა და პროცედურების დანერგვის მიზნით, შესაბამისი ინსტრუქციებისა და ტრენინგისათვის საჭირო მასალების მომზადება; თანამშრომლებისთვის გადამზადების პროცესის ჩატარების უზრუნველყოფა; ზ) ახალი ან/და არსებული მომსახურების დანერგვა/დახვეწასთან დაკავშირებული პროცესის უზრუნველყოფა, წინასწარი ტესტირება და პროექტის მიმდინარეობაზე დაკვირვება; პროგრამების, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სისტემების და სხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ანალიზი; ტექნოლოგიური პროექტების მართვა; თ) სერვისის მიწოდების პროცესის დაკვირვება, არსებული ხარვეზების დროული იდენტიფიცირება, ანალიზი და გადაწყვეტის გზების შესახებ შესაბამისი ბიზნეს-ამოცანის ჩამოყალიბება; მომსახურების პროცედურების ოპტიმიზაციის იდეების გენერირება; ი) იუსტიციის სახლის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებული თანამშრომლობით ბიზნეს-ამოცანის სრულყოფილად ჩამოყალიბება; კ) იუსტიციის სახლის მომსახურების პროცედურების მუდმივ განვითარებასა და დახვეწასთან დაკავშირებული პროცესის მართვა; მომსახურების პროცედურების აღწერილობების მომზადება; ლ) შემოსავლის გენერირების მიზნით გაყიდვების არხების შექმნის შესაძლებლობების კვლევა, ანალიზი და შესაბამისი წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; მ) გაყიდვების გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა; აუქციონის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა. მუხლი 10. ხარისხის მართვის სამსახური ხარისხის მართვის სამსახურის ფუნქციებია: ა) მომსახურების მაღალი ხარისხის (მომხმარებლისთვის მარტივად გასაგები, კომფორტული, სწრაფი და უხარვეზო) უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და განვითარება; ბ) იუსტიციის სახლის მომსახურების ხარისხის დონის განსაზღვრის და ამაღლების მიზნით კვლევის ამოცანების განსაზღვრა, კვლევის ჩატარების და უკუკავშირის უზრუნველყოფა; გ) უკუკავშირის განხორციელების სტანდარტის შემუშავება, დანერგვა და განვითარება; დ) ფილიალებსა და სატელეფონო ცენტრში არსებული მდგომარეობის ანალიზის, კვლევებისა და უკუკავშირის შედეგების საფუძველზე არსებული ან შესაძლო პრობლემების ან/და ხარვეზების იდენტიფიცირება, ანგარიშის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ე) მომსახურების ხარისხის ამაღლებისთვის რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა. მუხლი 11. კოორდინაციის სამსახური კოორდინაციის სამსახურის ფუნქციებია: ა) ფილიალებისა და სატელეფონო ცენტრის ფუნქციების შესასრულებლად სიახლეების, პროდუქტების და სერვისების შესახებ ინფორმაციის, საკანონმდებლო ცვლილებების, ინსტრუქციებისა და მითითებების დროული მიწოდება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ფილიალებისა და სატელეფონო ცენტრის გამართული და შეუფერხებელი საქმიანობის კოორდინაცია, ასევე, მათ შორის გამართული კავშირისა და ურთიერთობის უზრუნველყოფა; გ) საოპერაციო სისტემების ტექნიკური გამართულობის უზრუნველსაყოფად ფილიალებსა და სატელეფონო ცენტრში მომხმარებელთა მომსახურებასთან დაკავშირებული პროცედურული, ტექნიკური და პროგრამული საკითხების იდენტიფიცირება, შესაბამისი სამსახურებისათვის ინფორმაციის მიწოდება და მომხმარებელთათვის იუსტიციის სახლის სერვისების შეუფერხებლად მიწოდების მონიტორინგი; დ) ფილიალებსა და სატელეფონო ცენტრში ტრენინგების საჭირო თემატიკის იდენტიფიცირება და უფლებამოსილი სამსახურებისათვის ინფორმაციის მიწოდება; ე) ფილიალებიდან და სატელეფონო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ვ) ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებში ფილიალებისა და სატელეფონო ცენტრის ჩართულობის კოორდინაცია; ზ) იუსტიციის სახლის ახალი ფილიალების გახსნის პროცესში ჩართულობა. მუხლი 12. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ფუნქციებია: ა) პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება; ბ) ბუღალტრული ოპერაციების კანონმდებლობის შესაბამისად აღრიცხვა; გ) იუსტიციის სახლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება, მათი ხელმძღვანელობისთვის და სხვა უფლებამოსილი უწყებებისთვის წარდგენა; დ) ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვადასხვა წყაროების მიხედვით, შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა; ე) ფინანსური ინფორმაციის/დოკუმენტების შენახვისა და დაცვის უზრუნველყოფა; ვ) უნაღდო ფულადი ოპერაციების/ტრანზაქციების დროული წარმოება შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე; ზ) იუსტიციის სახლის თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურების და სხვა განაცემების გაცემის ორგანიზება; თ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების აღრიცხვის უზრუნველყოფა; ი) ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების და მოთხოვნების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაცია და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვა; კ) არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვა; ლ) იუსტიციის სახლის ბიუჯეტის პროექტის შედგენა და შესაბამის სამსახურებთან/უწყებებთან განხილვა/შეთანხმება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; მ) იუსტიციის სახლის საბიუჯეტო პროცესის მართვა; სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლების გონივრული და განვითარებაზე ორიენტირებული ხარჯვის უზრუნველყოფა; ნ) იუსტიციის სახლის ხარჯების ოპტიმიზაციისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხელმძღვანელობისთვის წინადადებების წარდგენა. მუხლი 13. შესყიდვების სამსახური შესყიდვების სამსახურის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლის მიზნების შესაბამისად, იუსტიციის სახლის გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვა, შესაბამისი სამსახურის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე; ბ) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, ხელმოწერის ორგანიზება; ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება; გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის, მასში შესატანი ცვლილებების პროექტის შემუშავება და წარდგენა; დ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ჩატარება, ანგარიშგება, შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება, წარმოება, რეგისტრაცია და შენახვა; ე) შესყიდვის რაციონალური განხორციელების, ღია და სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ბაზრის კვლევა და ალტერნატივების ძიება. მუხლი 14. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოჯისტიკის სამსახური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოჯისტიკის სამსახურის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის, შენახვის და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა, ასევე, იუსტიციის სახლის ფილიალების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია მაღალი ხარისხის სერვისის მისაწოდებლად; ბ) სასაწყობო მეურნეობის მართვა და სასაწყობო ინფრასტრუქტურის გამართულობის უზრუნველყოფა; გ) იუსტიციის სახლის ავტო-პარკის მართვა და მისი გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება, დაშვებული ლიმიტების გათვალისწინებით საწვავის ხარჯვის კონტროლი; დ) იუსტიციის სახლის სამსახურებისა და ფილიალების საჭირო ნივთებით მომარაგება; ე) იუსტიციის სახლის შენობაში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა; ვ) იუსტიციის სახლისთვის სხვადასხვა სახის მომსახურების მომწოდებელი სუბიექტების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და გამოვლენილ ნაკლოვანებებზე რეაგირება; ზ) იუსტიციის სახლის არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის პროცესის უზრუნველყოფა; თ) იუსტიციის სახლის შენობა-ნაგებობების მდგომარეობის შემოწმება და საჭირო ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფა; ი) სამშენებლო, სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მართვა და ამ მიზნით მესამე პირებთან ურთიერთობა; კ) იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურის (მათ შორის, ელექტრო-კომუნიკაციის, ვენტილაცია-კონდიცირების და სხვა) გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. მუხლი 15. მარკეტინგული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მარკეტინგული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია: ა) ბრენდის – „იუსტიციის სახლი“ განვითარებაზე ზრუნვა; ბ) ბრენდის – „იუსტიციის სახლი“ განვითარების მიზნით იდეების გენერირება, ანალიზი, კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება; გ) იუსტიციის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის მართვა; დ) ბრენდის – „იუსტიციის სახლი“ მახასიათებლების შესახებ თანამშრომელთა ინფორმირებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება; ე) მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება; ვ) იუსტიციის სახლის ბრენდისთვის საზიანო ფაქტებსა და მოვლენებზე დაუყოვნებლივ რეაგირება; ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის საჭიროებების განსაზღვრა და განხორციელების ორგანიზება, საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება; თ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომელთა კომუნიკაციის ფორმების და შინაარსის შესახებ მითითებების შემუშვება და თანამშრომელთა ინფორმირების უზრუნველყოფა; ი) იუსტიციის სახლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი და რეაგირება. მუხლი 16. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ფუნქციებია: ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრა და მისი შესრულების უზრუნველყოფა; ბ) ადამიანური რესურსების მართვის მეთოდოლოგიის შექმნა და განვითარება; გ) ადამიანური რესურსების მოზიდვა, შერჩევა/დაქირავების პროცესის ორგანიზება და მართვა; დ) იუსტიციის სახლსა და თანამშრომლებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საქმიანობის სათანადო დოკუმენტური გაფორმება და თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება; ე) იუსტიციის სახლში შრომის შინაგანაწესის პროექტის შემუშავება; ვ) თანამშრომელთა მოტივაციის და შეფასების სისტემების შექმნა, დანერგვა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ზ) ადამიანური რესურსების მართვის მიზნებისათვის შესაბამისი მონაცემთა დამუშავება; თ) ადამიანური რესურსის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების ინიციირება და ორგანიზება; ი) თანამშრომლების საქმიანობასთან მათი შრომის ანაზღაურების სისტემის შესაბამისობის ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; კ) თანამშრომელთა მიერ შრომით პირობებთან დაკავშირებით დასმული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ლ) თანამშრომელთა შრომითი კმაყოფილების კვლევის განხორციელების ორგანიზება და კვლევის შედეგების საფუძველზე რეკომენდაციების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; მ) თანამშრომელთა გუნდური მუშაობის და თანამშრომელთა შორის არაფორმალური ურთიერთობების განვითარებისთვის ღონისძიებების ორგანიზება; ნ) ელექტრონული ტაბელის ადმინისტრირება.“. 8. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 – 16 3 მუხლები: „მუხლი 161. ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებია: ა) აღმასრულებელი დირექტორის ან/და სამსახურების მიერ ინიციირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება თანამშრომლებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა; ბ) შიდაორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ერთგვაროვანი მიდგომების ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად თანამშრომლებთან კომუნიკაცია; გ) სამსახურების მიერ თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადების კოორდინირება; დ) შესაბამის სამსახურებთან ერთად იუსტიციის სახლის საქმიანობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების უზრუნველყოფა; ე) იუსტიციის სახლის წარმომადგენლობითი საკითხების (მათ შორის, საზღვარგარეთის ქვეყნებში) დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია; ვ) დელეგაციების მიღებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, დელეგაციების ვიზიტების პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება და სხვადასხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრების ორგანიზება; ზ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; თ) იუსტიციის სახლში მიმდინარე საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების) პროცესის წარმართვა და ორგანიზება; ი) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით შემოსული ან/და იუსტიციის სახლში შექმნილი დოკუმენტაციის მიღება, რეგისტრაცია, დამუშავება, კლასიფიცირება და ადრესატისთვის დროულად მიწოდება ან/და გადაგზავნა; კ) საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივირება; ლ) საფოსტო რეესტრის წარმოება ელექტრონული და მატერიალური ფორმით; მ) იუსტიციის სახლში გამოსაყენებელი დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების შემუშავება და ადმინისტრირება; ნ) იუსტიციის სახლის შენობაში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ო) იუსტიციის სახლის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; პ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და ექსპერტიზა და ვიზირება; ჟ) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტების მომზადება; რ) სასამართლო დავებზე იუსტიციის სახლის წარმომადგენლობა; ს) იუსტიციის სახლის სახელით დასადები ხელშეკრულებების (გარდა შრომითი ხელშეკრულებებისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებისა) მომზადება და ხელმოწერის პროცესის ორგანიზება; ტ) იუსტიციის სახლის სახელით დასადები სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების და შრომითი ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება; უ) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით შესამუშავებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი მიღების პროცესში ჩართულობა; ფ) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მათ შესახებ იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობისა და სამსახურების დროული ინფორმირება; ქ) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა. მუხლი 162. შიდა აუდიტის სამსახური 1. შიდა აუდიტის სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მხოლოდ აღმასრულებელი დირექტორის წინაშე. აღმასრულებელი დირექტორის მიერ შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიშებზე, დასკვნებსა და რეკომენდაციებზე რეაგირება ემსახურება მართვის ეფექტიანობისა და ეფექტურობის მიზნის მიღწევას. დაუშვებელია შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების ნებისმიერ ეტაპზე. 2. შიდა აუდიტის სამსახურის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს იუსტიციის სახლში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი და საქმიანობის სფერო. იუსტიციის სახლის თანამშრომლები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტის სამსახურთან და უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება. 3. შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლის სამსახურებისა და ფილიალების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება/მონიტორინგი; ბ) იუსტიციის სახლის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების მონიტორინგი; გ) იუსტიციის სახლის სტრატეგიული პროექტების განხორციელების მონიტორინგი; დ) იუსტიციის სახლში მიმდინარე პროცესების და საქმიანობის სფეროების აუდიტის და მონიტორინგის შედეგებზე ანგარიშების მომზადება და აღმასრულებელი დირექტორისთვის წარდგენა; ე) სამსახურში შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, იუსტიციის სახლის თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დარღვევების ფაქტებზე სატელეფონო შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება; ვ) იუსტიციის სახლში სამართალდარღვევის, დისციპლინური გადაცდომის ან/და იუსტიციის სახლის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შესახებ ცნობებთან (განცხადება, წერილი, საჩივარი, შეტყობინება, სხვა ინფორმაცია ან ფაქტი) დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, დასკვნის მომზადება და აღმასრულებელი დირექტორისათვის წარდგენა; ზ) იუსტიციის სახლის თანამშრომელთა სამსახურებრივი დისციპლინის შემოწმება, გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და პრევენციული წინადადებების შემუშავება და აღმასრულებელი დირექტორისთვის წარდგენა; თ) იუსტიციის სახლში ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; ი) სამსახურის საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადება და აღმასრულებელი დირექტორისთვის წარდგენა; კ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს იუსტიციის სახლის მიზნებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. მუხლი 163. სატელეფონო ცენტრი სატელეფონო ცენტრის ფუნქციებია: ა) იუსტიციის სახლის სერვისებთან დაკავშირებით სატელეფონო და ონლაინ-კომუნიკაციის საშუალებებით კვალიფიციური, მარტივად გასაგები, მაღალი ხარისხის საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურება სატელეფონო მომსახურების ხარისხის სტანდარტის და იუსტიციის სახლის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად; ბ) მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით სატელეფონო და ონლაინ-კომუნიკაციის საშუალებებით შემოსული შეკითხვების ყოველთვიური ანალიზი და შესაბამისი სამსახურებისათვის მიწოდება; ამ ანალიზის საფუძველზე ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; გ) საჭიროების შემთხვევაში, ახალ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით გამავალი ზარების განხორციელება მომხმარებელთა აზრის კვლევის მიზნით.“. 9. 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ადამიანური რესურსის საჭიროების განსაზღვრა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება; დ) ფილიალში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და აღნიშნულის შესახებ შესაბამისი სამსახურ(ებ)ის დროული ინფორმირება;“. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „დ“, „ლ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 20 მაისიდან; ბ) „ლ“ და „პ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2016 წლის 1 აგვისტოდან; გ) „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 ოქტომბრიდან. |
|