„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №756 |
|
2021 წლის 1 სექტემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25/07/2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016589) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ3“ ქვეპუნქტი: „ბ3) იმ დასახლებებში, სადაც არ ფუნქციონირების იუსტიციის სახლის ტერიტორიული ორგანოები (ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები), ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მობილური იუსტიციის სახლების მეშვეობით, იუსტიციის სახლში არსებული სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო დაწესებულებების სერვისების მიწოდება.“. 2. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იუსტიციის სახლი მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების (ფილიალების, საზოგადოებრივი ცენტრებისა და მობილური იუსტიციის სახლების) მეშვეობით.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. იუსტიციის სახლის მობილური იუსტიციის სახლებია: ა) კახეთის მობილური იუსტიციის სახლი; ბ) შიდა ქართლის მობილური იუსტიციის სახლი; გ) იმერეთის მობილური იუსტიციის სახლი; დ) გურიის მობილური იუსტიციის სახლი; ე) სამეგრელო-ზემო სვანეთის მობილური იუსტიციის სახლი; ვ) აჭარის მობილური იუსტიციის სახლი.“. 3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51. მობილური იუსტიციის სახლების სამოქმედო ტერიტორია და უფლებამოსილების განხორციელების წესი 1. ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებისას მობილური იუსტიციის სახლების სამოქმედო ტერიტორიაა: ა) კახეთის მობილური იუსტიციის სახლის – ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები; ბ) შიდა ქართლის მობილური იუსტიციის სახლის – გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები; გ) იმერეთის მობილური იუსტიციის სახლის – ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტები; დ) გურიის მობილური იუსტიციის სახლის – ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები; ე) სამეგრელო-ზემო სვანეთის მობილური იუსტიციის სახლის – აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები; ვ) აჭარის მობილური იუსტიციის სახლის – ქალაქ ბათუმის, ქედის, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურის და ხულოს მუნიციპალიტეტები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტების კონკრეტულად რომელ დასახლებულ პუნქტში განხორციელდება მობილური იუსტიციის სახლების მეშვეობით მომსახურების მიწოდება, შესაბამისი მუნიციპალიტეტების/მუნიციპალიტეტის დასახლებების საჭიროებებიდან გამომდინარე, განისაზღვრება აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) უზრუნველყოფს სამსახურების, ფილიალების, საზოგადოებრივი ცენტრებისა და მობილური იუსტიციის სახლების კოორდინირებულ საქმიანობას;“. 5. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „თ) იუსტიციის სახლის სხვა სამსახურებთან, ფილიალებთან, საზოგადოებრივ ცენტრებთან და მობილურ იუსტიციის სახლებთან თანამშრომლობა მათ ფუნქციებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;“. 6. მე-10 მუხლის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ფილიალებიდან, საზოგადოებრივი ცენტრებიდან, მობილური იუსტიციის სახლებიდან და სატელეფონო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;“; ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) მომსახურების პროცესში ერთიანი მიდგომებისა და სტანდარტიზებული პროცედურების დანერგვის მიზნით ფილიალების, საზოგადოებრივი ცენტრების, მობილური იუსტიციის სახლებისთვისა და სატელეფონო ცენტრისთვის მითითებებისა და ინსტრუქციების მიწოდება;“. 7. მე-14 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) იუსტიციის სახლის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის, შენახვის და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა, ასევე, იუსტიციის სახლის ფილიალების, საზოგადოებრივი ცენტრებისა და მობილური იუსტიციის სახლების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია მაღალი ხარისხის სერვისის მისაწოდებლად;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) იუსტიციის სახლის სამსახურების, ფილიალების, საზოგადოებრივი ცენტრებისა და მობილური იუსტიციის სახლების საჭირო ნივთებით მომარაგება;“. 8. 151 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საზოგადოებრივი ცენტრების ხელმძღვანელობა და მიმდინარე საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფა, ასევე, საზოგადოებრივ ცენტრებს, ფილიალებს, მობილურ იუსტიციის სახლებსა და სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის გამართული კავშირისა და ურთიერთობის უზრუნველყოფა;“. 9. 161 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სამსახურების, ფილიალების, საზოგადოებრივი ცენტრებისა და მობილური იუსტიციის სახლების საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადების კოორდინირება;“; ბ) „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მათ შესახებ იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობის, სამსახურების, ფილიალების, საზოგადოებრივი ცენტრებისა და მობილური იუსტიციის სახლების დროული ინფორმირება; უ) ფილიალების, საზოგადოებრივი ცენტრების, მობილური იუსტიციის სახლებისა და სატელეფონო ცენტრის ფუნქციების შესასრულებლად სიახლეების, პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის, ინსტრუქციებისა და მითითებების დროული მიწოდება;“; გ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) ფილიალების, საზოგადოებრივი ცენტრების, მობილური იუსტიციის სახლებისა და სამსახურების ორგანიზაციული მხარდაჭერა.“. 10. 162 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) იუსტიციის სახლის სამსახურების, ფილიალების, საზოგადოებრივი ცენტრებისა და მობილური იუსტიციის სახლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება/მონიტორინგი;“. 11. 263 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 264 − 265 მუხლები: „მუხლი 264. მობილური იუსტიციის სახლების ორგანიზაციული მოწყობა და ხელმძღვანელობა 1. მობილურ იუსტიციის სახლებში მომხმარებლების მომსახურება ხორციელდება უფროსი სპეციალისტების მეშვეობით. 2. მობილურ იუსტიციის სახლებს ხელმძღვანელობს მობილური იუსტიციის სახლების კოორდინატორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი. 3. მობილური იუსტიციის სახლების კოორდინატორის ფუნქციებია: ა) მობილური იუსტიციის სახლების საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა; ბ) მობილური იუსტიციის სახლების მიერ განხორციელებული საქმიანობის ანალიზი, მობილური იუსტიციის სახლების საქმიანობის გაუმჯობესების გზების ძიება და წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; გ) მობილურ იუსტიციის სახლებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და აღნიშნულის შესახებ შესაბამისი სამსახურ(ებ)ის დროული ინფორმირება; დ) მობილურ იუსტიციის სახლებში ადამიანური რესურსის საჭიროების განსაზღვრა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება; ე) დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შორის მოვალეობების გადანაწილება და მათ მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების კონტროლი; ვ) მობილური იუსტიციების სახლების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა. შესაბამისი რეგიონის საჭიროებების თაობაზე ინფორმაციის მოძიება, დამუშავება. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, მობილური იუსტიციის სახლის მარშრუტების შედგენა და წინადადებების ხელმძღვანელისთვის წარდგენა; ზ) კანონმდებლობით და აღმასრულებელი დირექტორის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 265. მობილური იუსტიციის სახლის ფუნქციები მობილური იუსტიციის სახლის ფუნქციებია: ა) უფლებამოსილების ფარგლებში მობილური იუსტიციის სახლების მიერ გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებული განცხადების მიღება (მათ შორის, ზეპირად ან წერილობით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში განცხადების ფორმის შევსება) და რეგისტრაცია; ბ) იუსტიციის სახლის სახელზე შემოსული კორესპონდენციის მიღება და რეგისტრაცია; გ) მიღებული განცხადებისა და კორესპონდენციის შესაბამისი ორგანოსთვის მიწოდება ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით; დ) უფლებამოსილ პირთათვის შესაბამისი ორგანოს მიერ გასაცემი დოკუმენტების ან/და მიღებული გადაწყვეტილების გადაცემა; ე) უფლებამოსილების ფარგლებში გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით მომხმარებლისთვის ინფორმაციის გადაცემა და კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა; ვ) კანონმდებლობით და აღმასრულებელი დირექტორის მიერ განსაზღვრული სხვა ფუნქციების, მითითებებისა და დავალებების შესრულება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან. |
|