„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№983
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.017471
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/03/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №983

2024 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07.05.2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016531) დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იურიდიული დეპარტამენტის მიზანია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის შესაძლო ზიანის პრევენცია, მისი კანონიერი ინტერესების დაცვა და აღსრულების ეროვნული ბიუროს განვითარების ხელშეწყობა.“.

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია.“;

გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“–„ლ14“ ქვეპუნქტები:

„ლ1) პოლიტიკის დოკუმენტებზე (კონცეფცია, სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და სხვა) მუშაობა, მათ შორის, სიტუაციის ანალიზის მომზადება, თემატური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების მოძიება;

ლ2) სხვადასხვა სახის ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება, მათ შორის, აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შიდა და სართაშორისო დონეზე მიმდინარე აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით ანალიტიკური (მათ შორის, შედარებითი) მიმოხილვების მომზადება;

ლ3) კანონმდებლობის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ლ4) თემატურ-დარგობრივი კვლევებისა და შედარებით-სამართლებრივი კვლევების მომზადება;

ლ5) სტატისტიკური მონაცემების დამუშავების მეთოდოლოგიის კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ლ6) დამუშავებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი;

ლ7) სტრატეგიებითა და სამოქმედო გეგმებით აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება;

ლ8) ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;

ლ9) ყოველთვიური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობა; განხორციელებული წლიური საქმიანობის შინაარსობრივი თვალსაზრისით შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ლ10) თემატურ საკითხებზე ტენდენციების გამოკვეთა, სიახლეების იდენტიფიცირება, საკვლევი თემატიკის ინიცირება (არსებული გამოწვევებისა და რისკების შესწავლა/ანალიზი და სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა);

ლ11) თემატური სახელმძღვანელოების მომზადებაში მონაწილეობა;

ლ12) პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება, რეკომენდაციების შემუშავება;

ლ13) ანალიტიკური მიმართულების განვითარების მეთოდოლოგიის შემუშავება;

ლ14) თემატური პროექტების მართვაში მონაწილეობა;

ლ15) სამინისტროს სისტემის ანალიტიკურ დანაყოფებთან ურთიერთობის კოორდინაციის პროცესში მონაწილეობა;“;

დ) მე-4 პუნქტის:

დ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სასამართლო წარმომადგენლობის სამსახური;“;

დ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ანალიტიკური სამსახური.“;

ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სასამართლო წარმომადგენლობის სამსახური უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“, „თ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“;

ვ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ანალიტიკური სამსახური უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე1“, „ლ1“–„ლ15“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (მისი საქმიანობის ფარგლებში) განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.  

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.03.2024.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.03.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №983. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.027.017471.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.03.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №983, 18.03.2024, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017471 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.03.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6124088/