„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №45/ნ |
|
2020 წლის 25 მარტი ქ. თბილისი |
ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა.ა) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“-„ნ7“ ქვეპუნქტები:
„ნ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოში ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტების მობილობის პროცესისა და ამ მიზნით შექმნილი ელექტრონული პორტალის ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
ნ2) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოსადგენი ანკეტა-კითხვარების ელექტრონული სისტემის შექმნის, ადმინისტრირების და დამოწმების უზრუნველყოფა; ასევე, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აბიტურიენტთა ჩარიცხვის უფლების მინიჭების პროცესის ხელშეწყობა;
ნ3) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე პირთა ჩარიცხვის მიზნით წარმოსადგენი ანკეტა-კითხვარების სპეციალური ელექტრონული სისტემის შექმნის, ადმინისტრირების და დამოწმების უზრუნველყოფა;
ნ4) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით მაგისტრატურის საფეხურზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან სპეციალურ ანკეტა-კითხვარებში ასახული ინფორმაციის გადამოწმებისა და მასზე შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
ნ5) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლების მქონე პირთა ან/და გადასარიცხი თანხების ოდენობების შესახებ ინფორმაციის წარმოების/დამუშავების და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა;
ნ6) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირის მიერ მიღებული განათლების აღიარების/ნამდვილობის დადასტურების პროცესის ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიზნით დაწესებულების საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ და პირის კანონიერი ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის მოძიება;
ნ7) ავტორიზებული, აგრეთვე, ლიკვიდირებული/საქმიანობაშეწყვეტილი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსის შესახებ ინფორმაციის დამუშავების და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, ინფორმაციის დამუშავება, სპეციალური ელექტრონული პლატფორმის შექმნა და ადმინისტრირება;“;
ა.ბ) „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ1“ ქვეპუნქტი:
„ღ1) მართვის სისტემაში შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;“;
ბ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვა და კოორდინაცია.“;
გ) მე-12 მუხლის:
გ.ა) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ.ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“-„პ“ ქვეპუნქტები:
„ნ) შრომის უსაფრთხოების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება, ხელმძღვანელობისათვის წარდგენა და ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
ო) მართვის სისტემაში დასაქმებულთა სწავლება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე; ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში;
პ) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დამსაქმებლისათვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა.“.
|