„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №658 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№816
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.027.017307
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/03/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №816

2022 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №658 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №658 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.11.2020, სარეგისტრაციო კოდი: 010320020.22.027.017152) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3

ადმინისტრაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეული დავალებებით.“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5

ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

3. მე-6 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, აგრეთვე, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებათა შესრულება.“.

4. მე-8 მუხლის მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქმისწარმოების სამმართველო უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის „ი“–„ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებათა შესრულებას.

2​1. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველო უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის „ა“, „დ“, „ე“ და „პ“–„რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებათა შესრულებას.“.

5. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე.“.

6. IV თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

მუხლი 91

1. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს ადმინისტრაციის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ადმინისტრაციის უფროსისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.

3. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) და მინისტრის წინაშე.

4. ადმინისტრაციის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლებით, ხოლო იმავდროულად ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში  –  მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ადმინისტრაციის ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე.

7. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;“;

ა.ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) უზრუნველყოფს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) მითითებებისა და დავალებების შესრულებას;“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, აგრეთვე მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში), ადმინისტრაციის უფროსისა და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მითითებებისა და დავალებების  შესრულებას; აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;

ვ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში), ადმინისტრაციის უფროსისა და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე