„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №658 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1107 |
|
2025 წლის 24 სექტემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №658 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.11.2020, სარეგისტრაციო კოდი: 010320020.22.027.017152) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი, რომელთანაც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.“. 2. 91 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებთანაც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.“; ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ადმინისტრაციის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ადმინისტრაციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლებით, ადმინისტრაციის უფროსის ორივე მოადგილის არყოფნის ან მათ მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ადმინისტრაციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, ხოლო დეპარტამენტის ყველა აღნიშნული თანამდებობის პირის არყოფნის ან მათ მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ადმინისტრაციის ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე.“. 3. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №658 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №658 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.09.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №658 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №658 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.09.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1107. სარეგისტრაციო კოდი — 010320020.22.027.017592.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №658 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №658 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №658 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.09.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №658 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1107, 24.09.2025, სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.027.017592 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6621725/