„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №486 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№987
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.017475
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/03/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №987

2024 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №486 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №486 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016982) დამტკიცებულ ტიპურ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პრობაციის ბიუროს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ბიუროს უფროსის მოვალეობას, სააგენტოს უფროსის დავალებით, ასრულებს პრობაციის ბიუროს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და პრობაციის ოფიცერი, ხოლო თბილისის, აჭარისა და გურიის, იმერეთისა და კახეთის პრობაციის ბიუროებში – ამავე ბიუროს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ჯგუფის უფროსი.

7. თბილისის, აჭარისა და გურიის, იმერეთისა და კახეთის პრობაციის ბიუროს უფროსი უფლებამოსილია მოახდინოს პრობაციის ბიუროს ჯგუფის უფროს(ებ)ზე მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების დელეგირება.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. თბილისის, აჭარისა და გურიის, იმერეთისა და კახეთის პრობაციის ბიუროს სტრუქტურული ერთეულები“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. კახეთის პრობაციის ბიუროში, სააღსრულებო საქმეთა ტერიტორიული ნიშნის მიხედვით, შექმნილია სტრუქტურული ერთეული – ჯგუფი, რომლის სამოქმედო ტერიტორიაა საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, ახმეტის, სიღნაღის, ყვარლისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები. ჯგუფი შედგება პრობაციის ოფიცრებისგან. ჯგუფში პრობაციის ოფიცერთა რაოდენობას განსაზღვრავს და პრობაციის ოფიცრებს ანაწილებს სააგენტოს უფროსი.“.

3. 81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8​​1. სამსახურებრივი ფორმა

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პრობაციის ოფიცრები, ხოლო სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით, სააგენტოს ცალკეული მოსამსახურეები ატარებენ სამსახურებრივ ფორმას, რომლითაც მათ უზრუნველყოფს სააგენტო.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე