„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1056
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.017542
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/02/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1056

2025 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07.05.2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016531) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს; მინისტრთან შეთანხმებით ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს დებს აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსთან და სააღსრულებო ბიუროების უფროსებთან; ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს დებს სტრუქტურული ერთეულის – დეპარტამენტის უფროსთან და მის მოადგილესთან, აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილესთან და სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილესთან;“.

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღსრულების ეროვნული ბიურო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები აღსრულების ეროვნული ბიუროს პირველადი სტრუქტურული ერთეულებია.“.

3. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დადგენილი წესის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან დასადები ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების, თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, წახალისების, მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ, აგრეთვე დეპარტამენტის ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა ბრძანებების/დოკუმენტების პროექტების მომზადება;“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიანრი ოხანაშვილი