„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის N29 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№292
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.030.016005
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 170, 29/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმე თ ა მინისტრის

ბრძანება №292

2010 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №29 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №29 ბრძანებით (სსმ III, 06.02.2006, №15 მუხ. 190) დამტკიცებულ შინაგანაწესში შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1.პირველი მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ქვეპუნქტი:

„თ) მოსამსახურის მოვალეობანი.“.

2. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

 „21. შინაგანაწესის 61, მე-7 და მე-8 მუხლები ვრცელდება ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლებზე.“.

3. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. მოსამსახურის სამსახურში გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება ფიქსირდება სპეციალური ტექნიკური საშუალების მეშვეობით, სამსახურებივი დანიშნულების მოწმობის გამოყენებით.“.

4. ამოღებულ იქნ ე ს მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი.

5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5.  სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემულ ბრძანებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი

 1. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება შეიძლება იყოს ნორმატიული და ინდივიდუალური.

 2. ნორმატიული ხასიათის ბრძანებას გამოსცემს მინისტრი. ბრძანება გამოიცემა წერილობითი ფორმით და ექვემდებარება სამინისტროში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრას.

3.  ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებას გამოსცემს მინისტრი და მინისტრის პირველი მოადგილე და/ან მოადგილე. ინდივიდუალური ხასიათის ბრძანება გამოიცემა უშუალოდ ერთ მოსამსახურეზე ან მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფზე. ინდივიდუალური ხასიათის ბრძანება გამოიცემა წერილობითი ფორმით. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ხასიათის ბრძანება გაეგზავნება ან გადაეცემა მოსამსახურეს (მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფს), რაც დასტურდება ხელმოწერით.“.

6. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. თანამდებობრივი სარგოს გაცემის დრო და ადგილი

მოსამსახურეზე თანამდებობრივი სარგო გაიცემა თვეში ერთხელ და მისი დარიცხვა ხდება მოსამსახურის სპეციალურ საბაკო ანგარიშზე.“.

7. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი.

     „მუხლი 61. მოსამსახურის მოვალეობანი

1. მოსამსახურე ვალდებულია:

ა) პირნათლად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი;

ბ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება;

გ) შეასრულოს ხელმძღვანელის ბრძანება, განკარგულება და მითითება, რომლებიც გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში;

დ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს სამინისტროს მუშაობას და არ ლახავს სამსახურის ავტორიტეტს;

ე) გაურთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები;

ვ) დაიცვას სამინისტროს შინაგანაწესი.

2. მოსამსახურემ უნდა შეასრულოს ხელმძღვანელის დავალება, რომელიც არ შედის სამსახურებრივ მოვალეობათა რიცხვში, თუ ამის გაკეთება აუცილებელია სამინისტროში სტიქიური უბედურებისა და უბედური შემთხვევის დროულად ასაცილებლად, ქონების დაღუპვისა და გაფუჭებისაგან გადასარჩენად, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ასეთი დავალების შესრულება საზიანოა სამინისტროს მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის ან აშკარად აღემატება მის შესაძლებლობებს.

3. მოსამსახურე ვალდებულია სამსახურიდან გათავისუფლებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში წარადგინოს დოკუმენტი – შემოვლის ფურცელი სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურისათვის ან შემოვლის ფურცელი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მოსამსახურისათვის (დანართი №1 და დანართი №2) სამინისტროს ბალანსზე რიცხულმატერიალურ ფასეულობათა და საქმისწარმოების ჩაბარების თაობაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერით. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ, მოსამსახურესთან უნდა მოხდეს საბოლოო ანგარიშსწორება.“.

8. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები

 მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას შრომისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწიებულია საქართველოს კანონმდებლობით“.

 9. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. შინაგანაწესის 61, მე-7  და მე-8 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლებისათვის.“.

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ვაშაძე

 

დანართი №1

შემოვლის ფურცელი სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურისათვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულმატერიალურ ფასეულობათა და საქმისწარმოების ჩაბარების თაობაზე

 

------------------------------------------------------------------------------------------------------

(მოსამსახურის გვარი, სახელი)

 

 სტრუქტურული ქვედანაყოფი:

 

 ___________________________________________________________________________

(დასახელება)

 

 სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:

 ___________________________________________________________________________

(ხელმოწერა)

 

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი:

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------

(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)

 

ადმინისტრაციული დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური:

 _________________________________________________________________________________

(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)

 

ადმინისტრაციული დეპარტამენტის საბიუჯეტო აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახური:

 

 ____________________________________________________________________________________

(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)

 

 

 საკონსულო დეპარტამენტი:

 __________________________________________________________________________

(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)

 

 

შიდა აუდიტის სამსახური:

 ___________________________________________

 (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)

 

 

მოსამსახურის ხელმოწერა -------------------------------------

 

თარიღი ___________________________________________

 

დანართი №2

 

 შემოვლის ფურცელი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მოსამსახურისათვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულმატერიალურ ფასეულობათა და საქმისწარმოების ჩაბარების თაობაზე

 

 

------------------------------------------------------------------------------------------------------

(მოსამსახურის გვარი, სახელი)

 

 საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება:

 __________________________________________________________________________________

(დასახელება)

 

 საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი:

 ________________________________________________________________________________

(ხელმოწერა)

 

 ფინანსური მენეჯერი:

 ____________________________________________________________________________________

(ხელმოწერა)

 

 

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი:

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------

(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)

 

ადმინისტრაციული დეპარტამენტის საბიუჯეტო აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახური:

 ___________________________________________

 (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)

 

საკონსულო დეპარტამენტი:

 __________________________________________________________________________

(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)

 

 

შიდა აუდიტის სამსახური:

 ___________________________________________

 (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)

 

 

მოსამსახურის ხელმოწერა -------------------------------------

 

თარიღი ___________________________________________