„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №749 |
|
2021 წლის 27 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 190020060.22.027.016227) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) განმცხადებელი – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი, აგრეთვე, ფიზიკური პირი (საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, ასევე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის რეგისტრირებული და რომელსაც მინიჭებული აქვს პირადი ნომერი), რომელმაც მიმართა სამინისტროს განაცხადით, გრანტის მიღების მოთხოვნით;“; ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) გრანტის მიმღები – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი, აგრეთვე, ფიზიკური პირი, რომლის მიერ წარდგენილმა საგრანტო წინადადებამ საგრანტო კონკურსზე გაიმარჯვა;“; გ) „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საბჭოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სამინისტროს, მისი მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი ან უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი. საბჭოს ყველა წევრი ვალდებულია მოაწეროს ხელი მიუკერძოებლობისა და იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ფორმას, რომლის გამჟღავნებაც შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით.“. 3. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) წარმოდგენილი ინფორმაციის საგრანტო კონკურსის მოთხოვნებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით წარუდგენს მასალებს საბჭოს.“. 4. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საგრანტო განაცხადების მიღებისათვის დადგენილი ვადა არ უნდა იყოს ხუთ სამუშაო დღეზე ნაკლები საგრანტო კონკურსის გამოცხადების დღიდან.“. 5. მე-15 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. განმცხადებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საკონკურსო განაცხადის პირობებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უნდა იქნეს დისკვალიფიცირებული.“. 6. მე-16 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგრანტო განაცხადი წარმოადგენს საგრანტო კონკურსის ფარგლებში განმცხადებლის მიერ საბჭოსათვის წარსადგენ დოკუმენტთა ერთობლიობას, რომელიც მოიცავს, სულ მცირე: ა) საგრანტო განაცხადის ფორმას და საგრანტო წინადადებას შესაბამისი დანართებით, რომელსაც ადგენს საგრანტო საბჭო და, რომელიც ქვეყნდება საგრანტო კონკურსის გამოცხადებისას; ბ) განმცხადებლის დებულებას/წესდებას, თუ განმცხადებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია.“; ბ) 43 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „43. გადაწყვეტილებას განმცხადებლის სხდომაზე მოწვევის შესახებ საბჭო აქვეყნებს სამინისტროს/სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. საბჭოს სხდომა, რომელზეც მოწვეულია განმცხადებელი, საჯაროა და მასზე დასწრების უფლება აქვს ყველა განმცხადებელს, გარდა ამ წესის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დისკვალიფიცირებული პირებისა.“. 7. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. საგრანტო განაცხადი საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი საბჭოს წარუდგენს მოთხოვნილ დოკუმენტაციას.“. 8. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ინფორმაციას განმცხადებლის ადამიანური რესურსების, მათი ვინაობისა და კვალიფიკაციის შესახებ, თუ განმცხადებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია;“. 9. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმები ქვეყნდება საგრანტო კონკურსის შესახებ განცხადებაში სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. შეფასების კრიტერიუმებს ადგენს საბჭო.“. 10. 21-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საგრანტო კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|