პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №172
2012 წლის 2 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1. „პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 11.10.2011წ., 010130000.22.027.016200) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე -2 მუხლის მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დაწესებული საფასური გადაიხდება შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის შეტანის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს განაცხადის შეტანის დღისა, უნაღდო ანგარიშსწორებით.“.
2. მე -9 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ბეჭედი – ბეჭედი შესაძლოა იყოს ელექტრონული ფორმი თაც და მისი დატანა განხორციელდეს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გზით.“.
3. მე -12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის ნეიტრალური მოწმობა ფლობს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს.“.
4. მე -14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დაინტერესებული პირი პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის მომენტისთვის ფლობდა ან დაინტერესებულმა პირმა შემდგომ მიიღო საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;“.
5. მე -18 მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ აფხაზეთ ის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში(ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქ შ ი) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირზე არ არის გაცემული პირადობის ნეიტრალური მოწმობა, მასზე ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას, ამ თავით დადგენილ ნორმებთან ერთად გამოიყენება ამ წესის მე-7, მე-8 და მე-12 მუხლებით დადგენილი ნორმები. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის რეკვიზიტების შევსებისას/დატანისას გამოიყენება ამ წესის მე–9 მუხლით დადგენილი თავისებურებანი.“.
6. 22 -ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) პირი, რომელზეც უნდა გაიცეს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ფლობს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს.“.
7. 24 -ე მუხლის მე -3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დაინტერესებული პირი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მომენტისთვის ფლობდა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელმა შემდგომ მიიღო საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი